მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVIII საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ სიმფონიური მუსიკის საღამოს გთავაზობთ.
9 დეკემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, სცენაზე გამოვლენ პიანისტი გიორგი ვაჩნაძე (საქართველო-აშშ), იტალიელი დირიჟორი ალესანდრო ბონატო და გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი.
გიორგი ვაჩნაძე (ფორტეპიანო). თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი და საერთაშორისო აღიარების ქართველი პიანისტი, რომელიც ორკესტრებთან ერთად და რეციტალებით წარმატებით გამოდის აშშ-ში, კანადაში, ევროპაში, იაპონიასა და ისრაელში. მისი გამოსვლები გაიმართა ზალცბურგის, რავინიას, ედინბურგისა და სხვა საერთაშორისო ფესტივალებზე, თანამშრომლობდა ისეთ დირიჟორებთან, როგორებიც არიან პაავო იარვი, ჯანანდრეა ნოზედა, ვალერი გერგიევი და ჯანსუღ კახიძე. 1997 წელს ედინბურგის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე სენსაციური დებიუტისთვის მიენიჭა Herald Angel Award.
ალესანდრო ბონატო (დირიჟორი). 2025/26 სეზონიდან ჰაიდნის ორკესტრის მთავარი დირიჟორი. 23 წლის ასაკში კოპენჰაგენში გამართულ მალკოს საერთაშორისო კონკურსზე მესამე პრემია მოიპოვა. იტალიასა და მის ფარგლებს გარეთ დირიჟორობდა წამყვან ორკესტრებს, მათ შორის მილანის სკალას ფილარმონიას, იტალიის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს RAI-ს, ტოკიოს სიმფონიურ ორკესტრსა და ვარშავის ფილარმონიას. აქტიურად მოღვაწეობს ოპერულ რეპერტუარშიც, მათ შორის არენა დი ვერონაში, ფლორენციის მაჯო მუზიკალესა და როსინის ოპერის ფესტივალზე. 2025 წელს ჟურნალმა Forbes იგი იტალიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ახალგაზრდად დაასახელა 30 წლამდე ასაკის კატეგორიაში.
თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი 2019 წელს დაარსდა. იგი ახალგაზრდა მუსიკოსებს აძლევს შესაძლებლობას, პროფესიონალ პედაგოგებთან, დირიჟორებთან და სოლისტებთან ერთად იმუშაონ კლასიკურ, თანამედროვე და ექსპერიმენტულ რეპერტუარზე. 2020 წლიდან ორკესტრი გია ყანჩელის სახელს ატარებს.
ეს იქნება საღამო, სადაც გამოცდილი სოლისტი, ახალგაზრდა დირიჟორი და ახალგაზრდა მუსიკოსთა ორკესტრი ერთ სცენაზე გაერთიანდებიან.
🎼 პროგრამა
სერგეი რახმანინოვი — საფორტეპიანო კონცერტი № 3
🎹 სოლისტი: გიორგი ვაჩნაძე, ფორტეპიანო
პიოტრ ჩაიკოვსკი — სიმფონია № 1
🎼 დირიჟორი: ალესანდრო ბონატო
🎻 შემსრულებელი: გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი
თარიღი: 9 დეკემბერი, 2026
დრო: 19:00
ადგილი: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი
მისამართი: გრიბოედოვის ქ. №8.
მხარდამჭერები
ფესტივალის მუდმივი მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.