ქორეოგრაფიის ახალი პროფესიული თეატრი წარმოგიდგენთ ნეოკლასიკური ბალეტების საღამოს.
პირველ მოქმედებაში წარმოდგენილი იქნება შოსტაკოვიჩის მუსიკაზე დადგმული მინიატურული ბალეტი
,,Nosce te ipsum - შეიცანი თავი შენი"
( ცვლილება სიკეთისკენ - მადლიერება, ზომიერება );
მეორე მოქმედებაში კი საზოგადოება იხილავს ქართულ ხალხურ და საავტორო მუსიკაზე დადგმულ ნეოკლასიკურ ბალეტს
,, სიო ქართული ";
ქორეოგრაფი და მხატვარი - გვანცა ლაზარაშვილი;
საბალეტო საღამო ხორციელდება საქართველოს თეატრალური საზოგადოებისა და თბილისის მერიის კულტურის სამსახურის მხარდაჭერით.
საღამო გაიმართება თბილისის აკაკი ხორავას სახელობის განახლებულ თეატრში.
აკაკი ხორავას თეატრში მოსულ საზოგადოებას დახვდება განახლებული მაყურებელთა დარბაზი და სცენის განახლებული განათება.
მისამართი : თბილისი, სოლოლაკი, გიორგი ლეონიძის ქუჩა #11ა.
ქორეოგრაფიის ახალი პროფესიული თეატრის საბალეტო დასი შედგება ბალეტის პროფესიონალი მოცეკვავე - მსახიობებისგან.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - გვანცა ლაზარაშვილი.