გიორგი და მარიამ ალექსიძეების ქორეოგრაფიის საღამო თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
გიორგი და მარიამ ალექსიძეების ქორეოგრაფიის საღამო

გიორგი და მარიამ ალექსიძეების ქორეოგრაფიის საღამო

გიორგი და მარიამ ალექსიძეების ქორეოგრაფიის საღამო
17 Rustaveli avenue
ბილეთის ფასი
დან30
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

30.06.2026
სამშაბათი
20:00
30 ₾ - 100
30 ₾ - 100
ვრცლად

აღწერა

გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდი

 

რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდი სცენა

 

გიორგი და მარიამ ალექსიძეების ქორეოგრაფიის საღამო

 

I - გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფია

 

„დიპლიპიტო“

თანამედროვე ბალეტი ფედრას თემაზე

 

კომპოზიტორი: გია ყანჩელი

დამდგმელი ქორეოგრაფი: გიორგი ალექსიძე

კოსტიუმების მხატვარი: იური გეგეშიძე

 

მონაწილეობენ:

ფედრა: ნინო გოგუა

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი      

 

II - მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფია

 

პრემიერა

VOYAGER

თანამედროვე ბალეტი

 

კომპოზიტორი: დარიო მარიანელი 

დამდგმელი ქორეოგრაფი: მარიამ ალექსიძე

იდეისა და კონცეფციის ავტორი: დავით მაზიაშვილი

 

მონაწილეობს:

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი      

 

პროექტის მხარდამჭერი:

 

საქართველოს კულტურის სამინისტრო და სსიპ შემოქმედებითი საქართველო

 

თბილისის მერია

 

პროექტის პარტნიორია იტალიის საელჩო საქართველოში

 

პროექტის პარტნიორია საზოგადოებრივი მაუწყებელი

 

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მეათე სეზონი

 

დასის სამხატვრო ხელმძღვანელი: მარიამ ალექსიძე

 

 

ასაკობრივი შეზღუდვა: 12+

 

 

ხანგრძლივობა: 80 წუთი

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება

ფოტო და ვიდეო

გიორგი და მარიამ ალექსიძეების ქორეოგრაფიის საღამო

ადგილი

რუსთაველის ეროვნული თეატრი
ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ რუსთაველი თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო: ,,თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის, მაგის მეტი ნაციონალობის ნიშან-წყალი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რა. ეგ ერთი ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს’’ – წერდა ილია ჭავჭავაძე. 1879 წელს ,,დრამატული კომიტეტის’’ წევრებმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა და ივანე მაჩაბელიმა მიიღეს წესდება, შეარჩიეს შენობა სასახლის მოედანზე და 1879 წლის 5 სექტემბერს, მათი დიდი ძალისხმევით, პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’ (რეჟისორი – გ. თუმანიშვილი). აღდგენილი ქართული თეატრისთვის ივანე მაჩაბელმა შექსპირის პიესები თარგმნა ხოლო დავით ერისთავმა ქართულად გადმოაკეთა სარდუს ,,ფლანდრია” – ,,სამშობლო” (1882 წ.). თეატრის ეროვნული სწრაფვა სწორედ ამ სპექტაკლში გამოიკვეთა. ლევან ხიმშიაშვილის როლის შემსრულებელი, ლადო მესხიშვილი ეროვნულ გმირად შერაცხეს. . .რობერტ სტურუას სპექტაკლებმა – “კავკასიური ცარცის წრე” და “რიჩარდი III” თეატრს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რუსთაველის თეატრს ტრიუმფალური გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ფინეთსა და ისლანდიაში. იგი ედინბურგის, ავინიონის, ათენის, ადელაიდას, რეიკიავიკის, იერუსალიმის ფესტივალების მონაწილეა.რობერტ სტურუა და მის მიერ დადგმული სპექტაკლები მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო პრემიით და პრიზით დაჯილდოვდა. დღეს თეატრში ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები, უფროს თაობასთან ერთად, შემოქმედებით ძიებებს განაგრძობენ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება