12 ივლისს შატო მეფისქალაქი გიწვევთ განსაკუთრებულ საღამოზე, რომელიც ეძღვნება ნიკო გომელაურის დაბადების დღესა და მის შემოქმედებას.
ეს საღამო არის მცდელობა, კიდევ ერთხელ გავაცოცხლოთ ნიკო გომელაურის სიტყვები, ემოციები და ის განსაკუთრებული სამყარო, რომელიც მის პოეზიაში დღემდე ცოცხლობს. ეს იქნება შეხვედრა ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს ქართული პოეზია, გულწრფელი ემოციები და ლამაზი მოგონებები.
საღამო დაიწყება შატო მეფისქალაქის ღვინის დეგუსტაციით ისტორიულ მარანში, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მარნის ისტორიასა და მის გამორჩეულ ღვინოებს.
დეგუსტაციის შემდეგ გაიმართება ფილმის ჩვენება, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ნიკო გომელაურის შემოქმედებით სამყაროს.
19:00 საათზე დაიწყება პოეზიის საღამო, სადაც ნიკო გომელაურის ლექსები განსაკუთრებულ გარემოში გაჟღერდება.
საღამოს მუსიკალურ ნაწილს გააფორმებს ლეგენდარული ქართული სიმღერების რეტროსპექტივა ანა უზნაძესთან ერთად, რომელიც პოეზიასა და მუსიკას ერთიან ემოციურ მოგზაურობად აქცევს.
ღონისძიება დასრულდება ვახშმითა და თბილი, დაუვიწყარი ატმოსფეროთი.
📅 12 ივლისი
🕔 პროგრამა
• 17:00 — შატო მეფისქალაქის ღვინის დეგუსტაცია ისტორიულ მარანში
• 19:00 — ფილმის ჩვენება და პოეზიის საღამო
• 20:30 — ლეგენდარული ქართული სიმღერების რეტროსპექტივა ანა უზნაძესთან ერთად
• ვახშამი
📍 შატო მეფისქალაქი, გარიყულა
🎟️ ბილეთის ფასი: 50 ლარი (ფასი მოიცავს ღვინის მასტერკლასზე , პოეზიის საღამოზე და მუსიკალურ საღამოზე დასწრებას)
* მენიუს შესაკვეთად დაგვიკავშირდით info@mephiskalaki.ge ან +995371220300
მე-18-ე საუკუნის ისტორიულ შენობაზე დაფუძნებული თანამედროვე ბუტიკის სტილის სასტუმრო კომპლექსი - თბილისიდან 40 წუთში