ჰენრიკ იბსენის „ხალხის მტერი“ დღესაც იმავე სიმწვავით სვამს კითხვას — რა ემართება სიმართლეს მაშინ, როდესაც მას საზოგადოებრივი აზრი, ძალაუფლება და მედია უპირისპირდება. ამ დადგმაში აზრები, პოზიციები და მორალი სანახაობად იქცევა, ხოლო ადამიანი, რომელიც სიმართლეს იცავს, აღმოჩნდება წარმოდგენის ცენტრში — მარტო. აქ თითოეული სიტყვა, ჟესტი და გადაწყვეტილება გარდაიქმნება სანახაობად, სადაც მთავარი კითხვა ისევ უცვლელი რჩება: შეუძლია თუ არა ერთ ადამიანს გაუძლოს უმრავლესობის ძალას.