ჩვენ ერთი ტრადიცია გვაქვს: ერიკ რომერის ოთხ სეზონურ „ზღაპარს“ ზამთარში, გაზაფხულზე, ზაფხულსა და, შესაბამისად, შემოდგომაზე ვაჩვენებთ.
მაგალი 45 წლისაა, პროფესიით მეღვინე, ოჯახური მდგომარეობით კი — ქვრივი. მას შემდეგ, რაც ზრდასრულმა შვილებმა მშობლიური სახლი დატოვეს, თავს ცოტა მარტოსულად გრძნობს. მისი საუკეთესო მეგობარი იზაბელი გადაწყვეტს, მისთვის ახალი ცხოვრების თანამგზავრი იპოვოს. მაგალისგან ფარულად იგი ადგილობრივ გაზეთში განცხადებას აქვეყნებს და სასიამოვნო კანდიდატს — ჟერალდს — პოულობს.
ამავე დროს როზინი, მაგალის ვაჟის შეყვარებული, გადაწყვეტს, თავისი პოტენციური დედამთილი ყოფილ ფილოსოფიის მასწავლებელსა და, ამავდროულად, ყოფილ საყვარელს — ეტიენს — გააცნოს. საბოლოოდ ისე ხდება, რომ არაფრის ეჭვში მყოფი მაგალი ერთდროულად ორივე მამაკაცს ხვდება.
ეს ფილმიც, ისევე როგორც რომერის სხვა „ზღაპრები“, მისთვის დამახასიათებელ სტილშია გადაღებული — თითქოს არაფერი ხდება, თუმცა მთელი არსი დეტალებში იმალება.
🏆 ვენეციის კინოფესტივალის ორი ჯილდო, მათ შორის — საუკეთესო სცენარისთვის.