„ამერიკული მოდერნიზმი - ფოლკნერი, ფიცჯერალდი, ჰემინგუეი" თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
„ამერიკული მოდერნიზმი - ფოლკნერი, ფიცჯერალდი, ჰემინგუეი

„ამერიკული მოდერნიზმი - ფოლკნერი, ფიცჯერალდი, ჰემინგუეი"

„ამერიკული მოდერნიზმი - ფოლკნერი, ფიცჯერალდი, ჰემინგუეი"
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 40
advertising
ქართული

აღწერა

აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები ზაალ ჩხეიძესთან

 თემა: „ამერიკული მოდერნიზმი - ფოლკნერი, ფიცჯერალდი, ჰემინგუეი"

 ამერიკული მოდერნიზმი ლიტერატურული მიმართულებაა, რომელმაც მე-20 საუკუნის დასაწყისში განიცადა ღრმა სტილისტური და თემატური გადატრიალება, მიმდინარეობამ უარყო ტრადიციული თხრობის სტილი და ფოკუსირება მოახდინა ადამიანის შინაგან განცდებზე, გაუცხოებასა და სოციალური რღვევების ფონზე იდენტობის ძიებაზე.

 მიმდინარეობა გამოირჩევა ექსპერიმენტული ფორმით და ენის სიმბოლური გამოყენებით, რაც ასახავს ავტორების პასუხს პირველ მსოფლიო ომზე, ინდუსტრიალიზაციასა და კულტურული ღირებულებების კრიზისზე.

 ლექცია დაეთმობა ამერიკული მოდერნიზმის სამ უნიკალურ სახეს — უილიამ ფოლკნერს, ფ. სკოტ ფიცჯერალდს და ერნესტ ჰემინგუეის — მწერლებს, რომლებმაც მე-20 საუკუნის ლიტერატურას ახალი ენა, ახალი ფორმა და ახალი სიღრმე მიანიჭეს.სამივე მათგანი წარმოგვიდგენს სამყაროს, სადაც ძველი ფასეულობები იშლება, ადამიანი კი გაუცხოებასა და შიდა კონფლიქტებში ეძებს საკუთარ თავს. ფოლკნერი ქმნის კომპლექსურ ნარატივებს. ს. ფიცჯერალდი მოგვითხრობს „ამერიკული ოცნების“, მასშტაბურ ილუზიებზე, ჰემინგუეი კი მინიმალისტურ სტილში – დუმილსა და შეზღუდულ ენაში ჩადებულ ემოციებზე აგებს მის ლიტერატურულ ტექსტებს.

შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

ფოტო და ვიდეო

„ამერიკული მოდერნიზმი - ფოლკნერი, ფიცჯერალდი, ჰემინგუეი

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება