მალე გაყიდვაში
28 თებერვალს - Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ის ორგანიზებით, ტექნო მუსიკის სცენის, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი ბელგიელი დიჯეი და პროდიუსერი - Amelie Lens – Radio City (District 4)-ში დაუკრავს. მსმენელის წინაშე ასევე წარსდგებიან: Mtvare, Jino Dollini და Dali.
ამელი ლენსი ტექნო-სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, რომელიც ცნობილია მუსიკისადმი ღრმასიყვარულით და ჭეშმარიტი რეივერის სულისკვეთებით. მან 15 წლის ასაკში დაამყარა კავშირი კლუბურკულტურასთან და მთლიანად ჩაიძირა ელექტრონული მუსიკის მრავალფეროვან სამყაროში.
2016 წლის დებიუტის შემდეგ, ამელიმ შექმნა საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული კარიერა — გამოუშვა მუსიკა პრესტიჟულ ლეიბლებზე, მონაწილეობა მიიღო Global Underground City mix-ის სერიაშიდა ჰედლაინერად გამოვიდა ისეთ გიგანტურ ფესტივალებზე, როგორებიცაა Tomorrowland და Awakenings. მიმდინარე წელს მან წარადგინა AURA — ვიზუალური შოუს კონცეფცია, რომელიც მუსიკასა დაადამიანურ კავშირზე აკეთებს აქცენტს და რომლის პრემიერას 12,000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.
ამელი ჟანრის განვითარებას აქტიურად უწყობს ხელს თავისი ლეიბლების — EXHALE Records-ისა დაLenske-ის — მეშვეობით, სადაც ახალ ტალანტებს წარმოაჩენს და მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ფართო მასშტაბიან ივენთებს აორგანიზებს. 2025 წელს მან გამოუშვა ორი ტრეკისგანშემდგარი EP „Serenity“, რომელიც შეიცავს მძლავრ ტექნო-ნამუშევრებს, მათ შორის ახალ სინგლს „Young Forever“. ამელი ლენსის თანმიმდევრული შრომა და პოზიტიური ენერგია მისი წარმატების მთავარისაფუძველია.
