ლეგენდარული ფილმი უჩვეულო გოგონაზე, რომელიც თავისი ფანტაზიების სამყაროში ცხოვრობს, სავსეა ისტორიებითა და მოგონებებით რეჟისორის კოლექციიდან, რომელიც მან ჯერ კიდევ 1974 წელს დაიწყო შეგროვება.
ჟან-პიერ ჟენეს მთავარი ფილმი, ოდრი ტოტუს ცხოვრების როლი და საუნდტრეკი, რომელმაც მყისიერად გაუთქვა სახელი იან ტირსენს. ერთ-ერთი იმ იშვიათ შემთხვევათაგან, როდესაც მთელმა მსოფლიომ – იაპონიიდან ალასკამდე – ერთდროულად მიაპყრო ყურადღება ახალ ფრანგულ ფილმს. ბევრ ქვეყანაში, მაგალითად იაპონიაში, მშობლები თავიანთ ახალშობილ გოგონებს ამელის სახელს არქმევდნენ. მონმარტრის უძრავი ქონების ფასების მკვეთრ ზრდას 2001 წლის შემდეგ ასევე დიდწილად უკავშირებენ ფილმის „ამელი“ პოპულარობას. ხოლო ეკვადორში ამელი პულენის სახელი ახალაღმოჩენილ „მინაბრჭყვიალა“ ბაყაყების სახეობას დაარქვეს.