სპექტაკლი „ალფა ცენტავრა“ მოგვითხრობს მათზე, ვისზეც, წესით, არ უნდა ილაპარაკო. მათზე, ვისი ბიოგრაფიებიც ისტორიიდან სირცხვილით იშლება, და ვისი მძიმე ბედი უხერხულ სიჩუმეს იწვევს. როცა ისტორიას სიღრმეში ჩავხედავთ, ვხედავთ მათ — დამარცხებულების სილუეტებს, იმ ადამიანებს, ვისაც არ გამოუვიდა, ვერ მოახერხა, ვინც გზიდან გადაუხვია ან სხვისი გამარჯვებისთვის გაწირეს.
არის თუ არა დღეს ადგილი მათთვის, ვინც არ აღმოჩნდა იქ, სადაც უნდოდა ყოფნა? მათთვის, ვინც დროის მიერ განდევნილი, დავიწყებული, ოცნებისა და ხმის გარეშე დარჩა? და როგორ მოქმედებს ჩვენს პოლიტიკურ ცნობიერებაზე ამ მარადიულმა ტრიუმფმა — ომის, თუ კოსმოსის ათვისების?