ნამდვილი ელექტრონული მუსიკის მსმენელებს 26 აპრილსს კანადიდან პირდაპირ საქართველოში ნამდვილი მუსიკალური თავგადასავალი დაგხვდებათ .
ALOKIN (CA) —დებიუტი საქართველოში
კანადაში მცხოვრებმა ALOKIN-მა სწრაფად მოიპოვა სახელი ადგილობრივ სცენაზე თავისი ენერგიული სეთებითა და უწყვეტი გამოსვლებით. ამომავალი DJ და პროდიუსერი, რომელსაც უნიკალური ჟღერადობა techno-სა და trance-ის გავლენების შერწყმით გამოირჩევა.
ALOKIN-ი გახდა ერთ-ერთი ლიდერი ფიგურა კანადაში techno და trance სცენაზე. ის თავად აწყობდა რევებსა და ივენთებს, აცოცხლებდა ადგილობრივ სცენას და აძლევდა პლატფორმას სხვა არტისტებს. მისი მუსიკა აღიარეს ისეთი სახელგანთქმული არტისტების მიერ, როგორებიც არიან Amelie Lens (EXHALE RADIO), Drumcode Radio, Andrew Rayel (Find your Harmony) და Aly & Fila (Future Sounds of Egypt).
მასთან ერთად სცენაზე თქვენს წინაშე წარსდგებიან ქართველი არტისტები - Foxy, Dachi, Zuzu, Ares. სპეციალური სტუმარი კი იქნება -Mr. Exclusive.
ივენთის წარმდგენები არიან -Love in georgia და Ritmo
Face/Age Contol - 18+
თუ ეძებ განსაკუთრებულ და გამორჩეულ გემოს რუსთავში , მაშინ მოდი მანდარინებში !