ALL OF US STRANGERS თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ALL OF US STRANGERS

ALL OF US STRANGERS

ALL OF US STRANGERS
3ა, ვეკუას ქ.
ბილეთის ფასი
დან17
ინგლისური

აღწერა

„ჩვენ ყველანი უცნობები ვართ“

ფილმის დაწყებამდე ერთი რჩევა — თან იქონიეთ ხელსახოცები. ეს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და გულისამაჩუყებელი ფილმია.

ენდრიუ ჰეის ფილმი მოგვითხრობს ადამის ისტორიას — სცენარისტზე, რომელიც ლონდონის ახალ საცხოვრებელ კორპუსში მარტო ცხოვრობს. მისი ცხოვრება მშვიდი, მოწესრიგებული და სამყაროსგან თითქმის სრულად იზოლირებულია. ყველაფერი იცვლება იმ საღამოს, როდესაც მის კარზე მეზობელი ჰარი ღვინის ბოთლით აკაკუნებს.

ამავე დროს ადამი კვლავ იწყებს ბავშვობის სახლში დაბრუნებას, სადაც წარმოუდგენელი რამ ხდება — იქ მას მშობლები ხვდებიან ისეთივე ახალგაზრდები, როგორებიც იყვნენ მათი გარდაცვალების წინ. ისინი არ დაბერებულან. მხოლოდ ადამია შეცვლილი.

ფილმი მისტიკურ ელემენტებს ადამიანურ ემოციებთან აერთიანებს და გვიყვება დაკარგვაზე, მეხსიერებაზე, სიყვარულსა და იმ საუბრებზე, რომელთა გამართვაც ცხოვრებამ აღარ დაგვაცადა.

ენდრიუ სკოტი საოცრად დახვეწილ შესრულებას გვთავაზობს, ხოლო პოლ მესკალიკლერ ფოი და ჯეიმი ბელი ქმნიან პერსონაჟებს, რომლებიც ერთდროულად ახლობლებიც არიან და მიუწვდომლებიც.

„ჩვენ ყველანი უცნობები ვართ“ თანამედროვე ბრიტანული კინოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნამუშევარია — ფილმი სიყვარულზე, ოჯახზე, იდენტობაზე, მარტოობაზე და იმ სურვილზე, რომ ერთხელ მაინც ნამდვილად გაგიგონ.

ფოტო და ვიდეო

ALL OF US STRANGERS

ადგილი

Fomo.Cinema
უნიკალური კინო სივრცე: მსოფლიო კლასიკა, ფესტივალური ფილმები, სიახლეები
ამ ადგილის ყველა ღონისძიება