კურატორი: ალექსანდრე ფლორენსკი
ალისა მასლოვა დაიბადა 1991 წელს ვოტკინსკში.
2010-2016 წლებში სწავლობდა იჟევსკში, უდმურტის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ხელოვნების დეპარტამენტში.
2016 წელს გადავიდა სანქტ-პეტერბურგში.
2017-2019 წლებში სწავლობდა ბარონ შტიგლიცის აკადემიის კერამიკის ფაკულტეტზე.
2018 წელს შეხვდა ალექსანდრე ფლორენსკის, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მის განვითარებაზე, როგორც მხატვარზე.
ალისა მასლოვა მუშაობს ფერწერაში, გრაფიკაში და კერამიკაში.
ცხოვრობს და მუშაობს სანქტ-პეტერბურგში.
გამოფენა გაიხსნება 18 დეკემბერს, 19:00 საათზე და გაგრძელდება 18 იანვრის ჩათვლით.
Licht Gallery მუშაობს 16:00-დან 20:00-მდე, ყოველ დღე, გარდა ორშაბათისა (დაკეტილია).