24 ივლისს, ქ. ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე, ODA Fest-ზე გაიმართება ჯგუფი ალილოს სოლო კონცერტი.
ჯგუფი ალილო მისი არსებობის 25 წლის მანძილზე, ქალაქური სიმღერების შესრულებით ახარებს ქართველ და არა მხოლოდ ქართველ მსმენელს. ამჯერად მათი, ხმები ODA Fest-ზე, ზღვის ხმას შეერწყმება. თქვენ ამ კონცერტზე ქალაქური სიმღერის ნამდვილი ზეიმი გელით! საღამოს ელექტრონული მუსიკით DJ დაასრულებს.
ფესტივალის განმავლობაში ტერიტორიაზე იმუშავებს ბარი, ბუნგალოები, კვების ზონები, ნაყინისა და გამაგრილებელი სასმელების სივრცეები. სტუმრების კომფორტისთვის ხელმისაწვდომი იქნება შეზლონგები, ქოლგები და საშხაპეები.
ODA Fest-ი არის ადგილი, სადაც მუსიკა, ზღვა, დასვენება და გართობა ერთიანდება.
გელოდებით ODA Fest-ზე!
12 წლამდე ბავშვების დაშვება უფასოა.
ფოთი — ქალაქი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. მდებარეობს მდინარე რიონის შესართავთან, შავი ზღვის სანაპიროზე. ფოთში მდებარეობს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე უდიდესი одноименный პორტი. ქალაქი ფოთი დაარსდა ანტიკური ბერძნული ქალაქის — მილეტელთა კოლონიის, ფასისის — ადგილას.