ალილო 25 წელი სცენაზე თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ალილო 25 წელი სცენაზე

ალილო 25 წელი სცენაზე

ალილო 25 წელი სცენაზე
17 Rustaveli avenue
ბილეთის ფასი
დან40
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

ჯგუფი ალილოს 25 წლის იუბილე რომელიც გაიმართება რუსთაველის თეატრში 15 დეკემბერს 20:00 საათზე.

 

ჯგუფი შეიქმნა 2000 წელს ცნობილი ქართული ხმის გურამ თამაზაშვილის (1953-2009) მიერ.

ჯგუფმა მრავალი კონცერტი გამართა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში 

ასევე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში რამაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა ადგილობრივ ტელევიზიასა თუ პრესაში.

ჯგუფს აქვს გამოშვებული სამი ალბომი სადაც შესულია როგორც ცნობილ კომპოზიტორთა სიმღერები ასევე სპეციალურად ალილოსათვის შექმნილი ნაწარმოებები გამოშვებული აქვთ ხალხური სიმღერების ალბომი.

ჯგუფის რეპერტუარშია უცხოური სიმღერები რომლებიც სრულდება ქართულ მრავალხმიან სტილში .

 

მხარდამჭერები: 

საქართველოს კულტურის სამინისტრო და სსიპ შემოქმედებითი საქართველო

საინფორმაციო მხარდაჭერა - ტელეკომპანია ,, იმედი”

პარტნიორი კომპანიები:

რედკო

კვირიკე რეზიდენსი

ანაგი

სარაჯიშვილი

ABC

ფოტო და ვიდეო

ალილო 25 წელი სცენაზე

ადგილი

რუსთაველის ეროვნული თეატრი
ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ რუსთაველი თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო: ,,თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის, მაგის მეტი ნაციონალობის ნიშან-წყალი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რა. ეგ ერთი ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს’’ – წერდა ილია ჭავჭავაძე. 1879 წელს ,,დრამატული კომიტეტის’’ წევრებმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა და ივანე მაჩაბელიმა მიიღეს წესდება, შეარჩიეს შენობა სასახლის მოედანზე და 1879 წლის 5 სექტემბერს, მათი დიდი ძალისხმევით, პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’ (რეჟისორი – გ. თუმანიშვილი). აღდგენილი ქართული თეატრისთვის ივანე მაჩაბელმა შექსპირის პიესები თარგმნა ხოლო დავით ერისთავმა ქართულად გადმოაკეთა სარდუს ,,ფლანდრია” – ,,სამშობლო” (1882 წ.). თეატრის ეროვნული სწრაფვა სწორედ ამ სპექტაკლში გამოიკვეთა. ლევან ხიმშიაშვილის როლის შემსრულებელი, ლადო მესხიშვილი ეროვნულ გმირად შერაცხეს. . .რობერტ სტურუას სპექტაკლებმა – “კავკასიური ცარცის წრე” და “რიჩარდი III” თეატრს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რუსთაველის თეატრს ტრიუმფალური გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ფინეთსა და ისლანდიაში. იგი ედინბურგის, ავინიონის, ათენის, ადელაიდას, რეიკიავიკის, იერუსალიმის ფესტივალების მონაწილეა.რობერტ სტურუა და მის მიერ დადგმული სპექტაკლები მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო პრემიით და პრიზით დაჯილდოვდა. დღეს თეატრში ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები, უფროს თაობასთან ერთად, შემოქმედებით ძიებებს განაგრძობენ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება