დეტექტიური თამაში „ალიბი“
გახსნილია რეგისტრაცია საქმეზე „იტალია. ფერარას ოჯახის საიდუმლო“. ყვითელი ლენტი უკვე გაბმულია, მტკიცებულებები კი შავ საქმის საქაღალდეებშია მოთავსებული.
სერიალების გამომძიებლების კრიტიკა ადვილია. სულ სხვაა, როცა შიფრები, პოლიციის ოქმები და დაკითხვის ჩანაწერები პირდაპირ თქვენს ხელში აღმოჩნდება.
ხარბმა ფერარას ოჯახმა სამგლოვიარო გამომეტყველება შესანიშნავად გაითამაშა. სასწორზეა მოკლული რესტორნის მფლობელის მილიონები და დაკარგული რეცეპტი, რომლის სისხლიანი კვალი პალერმომდე მიდის.
ენციკლოპედიები არ დაგჭირდებათ — მხოლოდ საღი აზრი, დაკვირვების უნარი და ცოტაოდენი პარანოია. გეყოფათ კი თქვენს გუნდს მოხერხებულობა, რომ სიმართლეს მიაგნოს მანამ, სანამ სიცილიური მაფია ყველა კვალს გააქრობს?