ალექსანდრე ხარანაული // აინე მერმე თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ალექსანდრე ხარანაული // აინე მერმე

ალექსანდრე ხარანაული // აინე მერმე

ალექსანდრე ხარანაული // აინე მერმე
Dedaena Park
ბილეთის ფასი
დან30 ₾
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

04.12.2026
პარასკევი
21:00
30 ₾

აღწერა

მზიან ამინდებში, ამ ბარაქიან შემოდგომაზე, რაც ხურჯინში ვაგროვეთ, ზამთრის კარიბჭესთან მოვქუჩდეთ და ერთმანეთს გავუზიაროთ. კარიბჭეს, წესით პირქუში მცველი უნდა ჰყავდეს, მაგრამ ამაზე ჩვენს ქვეყანაში არა ზრუნავენ. 

 

ალექსანდრე ხარანაული და აინე მერმე (ნატუკა ნაცვლიშვილი) ძველთაძველი მეგობრები არიან. იმდენად ძველთაძველი, რომ ცოტა საეჭვოა, თუ რატომ არ მდგარან ერთად სცენაზე (თუმცა ამ საღამოს გამოსწორდება). დუეტს არ დაუკრავენ. ძველ სიმღერებს გაიხსენებენ, ზოგიერთს პირველად გააჟღერებენ და იმ ამბებსაც მოყვებიან, რომლებსაც, როგორც ჩანს, აქამდე არც მოყოლა უნდოდათ და არც დავიწყება გამოსდიოდათ. 

 

ნატუკა პრინცესაა. ეს არ არის ჩვენი აზრი, ეს უფრო ბუნების კანონია, მთვარის ფაზებსა და სხვა ისეთ რამეებს შორის, რისი შეცვლაც ადამიანს არ შეუძლია. ალექსანდრე კი ალექსანდრეა. 

 

ხონძი (თავისი საქსოფონით) განსაკუთრებული სტუმარი იქნება. ფრჩხილებში საქსოფონის მითითება აუცილებელია, რადგან ხონძი საქსოფონის გარეშე, მოგეხსენებათ, უბრალოდ ხონძია. 

 

კონცერტის მერე Mova, ოჯახის მთავარი დიჯეი, აფთერზე დაუკრავს. ჰო, ჰო, მოვა. როგორც ჩანს, ამ საღამოს ყველა რაღაცას მოიტანს. 

 

ხოდა ტექსტს დათა ბევრად უფრო კარგად წერს და მოიფიქრებს ამ მოცემულობით რამესო, და აჰა, გამოვიდა ასეთი. 

 

- Doors open at 19:00

- Entrance: 30 GEL

- 1+1 On Special Cocktails till 22:00

- Face and Age Control [18+]

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება 

ფოტო და ვიდეო

ალექსანდრე ხარანაული // აინე მერმე

ადგილი