Alexander Vasiliev: Fashion in a time of change თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
Alexander Vasiliev: Fashion in a time of change

Alexander Vasiliev: Fashion in a time of change

Alexander Vasiliev: Fashion in a time of change
34 Irakli Abashidze Street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან130
advertising
რუსული

განრიგი

03.10.2025
პარასკევი
20:00
130 ₾ - 750
130 ₾ - 750
ვრცლად

აღწერა

მოდა ცვლილებების ეპოქაში

ცვლილებების ეპოქა მთელი სისწრაფით მიმდინარეობს. ეს შფოთვას იწვევს, რადგან მყარი ნიადაგი თითქოს ფეხქვეშ გეცლება. რას ფიქრობს ამის შესახებ მოდის ისტორიკოსი ალექსანდრე ვასილიევი, რომელიც თავის წიგნებში რომელიც თავის წიგნებში სწორედ გარდამტეხ ეპოქებს იკვლევს და აღწერს?

მოდა ისტორიის სარკეა, და ისტორიული ძვრები, ბუნებრივია, პირდაპირ აისახება, პირველ რიგში, ქალის იმიჯზე.

პირველი და მეორე მსოფლიო ომები, რევოლუცია და სამოქალაქო ომი რუსეთში, ლტოლვილთა უზარმაზარი ნაკადები, მთელი იმპერიებისა და სოციალური კლასების გაქრობა XX საუკუნის პირველ ნახევარში, ხოლო XXI საუკუნის დასაწყისში – პანდემია და სოციალური დისტანცირება – ეს ყველაფერი აისახა არა მხოლოდ ქალის გარეგნობაზე, არამედ ქცევაზეც და ბოლოს, სექსუალობის განსხვავებული ტიპის გაჩენაშიც. ამგვარად, სულ რაღაც 100 წელზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში, კრინოლინის ადგილი მოდაში უნისექს სტილმა დაიკავა. იყო თუ არა ამ პროცესში რაიმე დადებითი ასპექტი? წინასწარ იყო განსაზღვრული ასეთი ევოლუცია, თუ შეიძლებოდა სრულიად სხვა გზით წასვლა?

ალექსანდრე ვასილიევი – მოდის ისტორიკოსი და კოლექციონერი – პასუხებს წარსულის ტურბულენტურ პერიოდებში ეძებს და ხშირად პოულობს კიდეც. და ჩვენ კი ყველაზე მთავარ კითხვას ვუსვამთ თავს: რას ჩავიცვამთ „ისტორიის დასასრულის“ შემდეგ? ახალი მოდელების განხილვის დრო ხომ არ მოსულა?

ფოტო და ვიდეო

Alexander Vasiliev: Fashion in a time of change

ადგილი

ტერმინალი
სამუშაო სივრცე ინდივიდუალური მაგიდებით, კერძო ოფისებით, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებით, ლაუნჯით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება