ალექსანდრე ხარანაული ისეთ კონცერტს დაუკრავს, დედაენის სცენიდან სიყვარული და ერთობა ცას რომ მისწვდება.
დრო იყო და პირველი წარმოდგენით გაგვახარა ალექსანდრემ დედაენის ბარის გუნდი და სტუმრები, ახლა კი ბენდთან ერთად სულ სხვა ოსტატურ სიმაღლეს მისწვდა და შემოქმედების გასაზიარებლად ამჟამად მათთან ერთად მოემართება. გიგი ცინცაძე, ნოდარ ნოზაძე, ირაკლი ჭოლაძე - ეს სულ სხვადასხვანაირად გადასარევი ხალხი შეიკრა და სულ ახალი რამე შეიქმნა.
წლების განმავლობაში ნაგროვები სითბო, მეგობრობა, ერთგულება, აღმართი და დაღმართი ადამიანს ასე ოსტატურად ექციოს მუსიკათა და ლაღობად სხვა დროს არ გვინახამს. საღამო დაუვიწყარი იქნება, საგანგებო სტუმრად სუფსარქისიც კი მოემართება.
ყველგან კარგია, განსაკუთრებით კი იქ, სადაც ჩვენ ერთად ვართ. ხოდა გელით!
: ნინუცა კაკაბაძე