კულტური კიბერპანკი ამავე სახელწოდების მანგის მიხედვით — კორპორაციებისა და სამხედროების შეთქმულებაზე და ახალი, უცნობი სამყაროს დაბადებაზე ტოკიოს ნანგრევებზე, მესამე მსოფლიო ომის შემდეგ.
ციკლოპური კინოპროექტი, თავისი დროისთვის უპრეცედენტოდ დეტალური ანიმაციით და სინათლისა და ჩრდილის, ასევე ფერების მიმართ საოცარი ყურადღებით. „აკირას“ შექმნაზე, ამა თუ იმ ფორმით, თითქმის მთელი იმდროინდელი იაპონური ანიმაციური ინდუსტრია მუშაობდა.
„აკირამ“ ანიმეს ისტორია ორ ნაწილად გაყო — „მანამდე“ და „ამის შემდეგ“. თუ ადრე ანიმე ძირითადად მხოლოდ იაპონიაში უყვარდათ და უყურებდნენ, ამის შემდეგ დასავლური სამყარო შეეჯახა იაპონური ანიმაციის ძლიერ, გაუგებარ და ყველაფრის წამლეკავ სტიქიას.