ჩვენი ტრადიციული ველო ტურის დროც მოვიდა
2 იანვარს, ახალი წლის ქეიფითა და
ლხენით დაღლილ თბილისს ჩავუვლით ქუჩებში
გავივლით წყნეთის გზატკეცილს დავლაშქრავთ კოჯორი - კუსტბის ფერდობებს, კუსტბაზე ცხელ შოკოლადს დავაგემოვნებთ და დავეშვებით ვაკის პარკისკენ, სადაც გრძელ, მრავალფეროვან და სასიამოვნოდ დამღლელ ტურს დავასრულებთ
ტური ყველასთვისაა, მაგრამ იცოდეთ!
ადვილი არაა
შეგვხვდება ბევრი აღმართი ტყეები, მდინარეები
ტალახიც და შეიძლება თოვლიც
ასე რომ გამოცდილებაც დაგჭირდებათ სამთო ველოსიპედთან ერთად
თუ კიდევ გსურს წამოსვლა მაშინ გააგრძელე კითხვა