ახალი ღვინის ფესტივალი 2024
გამოფენა

ახალი ღვინის ფესტივალი 2024

ახალი ღვინის ფესტივალის მთავარი იდეა ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა თუ ადგილების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა.   2010 წლიდან დაწყებული ყოველ წელს ფესტივალი იზრდება. ასპარეზზე ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები ჩნდებიან და თავიანთი ბოლო მოსავლის ღვინოებს გვასინჯებენ. ახალი ღვინის ფესტივალს, მწარმოებლების გარდა, ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულებიც მოუთმენლად ელიან. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ღვინის ფესტივალის თარიღი და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად.   ქართული ღვინის ყველა გულშემატკივარს წლევანდელი ახალი ღვინის ფესტივალი კვლავ მთაწმინდის პარკში ელის. 11 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ოჯახური მარნები ფესტივალის სტუმრებს დაახვედრებენ ბოლო მოსავლის (2023 წლის) საუკეთესო ღვინოებს.   ახალი ღვინის ფესტივალის ხიბლი სწორედ მრავალფეროვნება და ახალი გემოების აღმოჩენაა, თან უშუალოდ ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრისას უფრო მეტის გაგება შეგვიძლია იმ ღვინის შესახებ, რომელსაც გავსინჯავთ და მოგვეწონება.   ახალი ღვინის ფესტივალი 2024 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.   ფესტივალის კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა. ფესტივალზე ისიამოვნებთ კარგი მუსიკით, იქნება სახალისო პროგრამა, გათამაშდება 10 ყუთი საუკეთესო ღვინო და სხვა.
ახალი ღვინის ფესტივალი 2024
მზიურის პარკი
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

11 მაისს „ახალი ღვინის ფესტივალი 2024“ მთაწმინდის პარკში გაიმართება.
 
ფესტივალის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო, საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი „მარანი“ (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი და findwines.ge. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის ბარი ჯი.ვინო/G.Vino, ღვინის მაღაზიათა ქსელი “8000 მოსავალი“, ღვინის ბარი „Wasserstrasse“. ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს ღვინის კლუბი.
 
ახალი ღვინის ფესტივალი 2024 სტუმრებს ბოლო მოსავლის (2023 წ.) ასეულობით ახალი ღვინის გასინჯვას, ამ ღვინოების ავტორების გაცნობასა და ახალი გემოების აღმოჩენას გპირდებათ.

ფოტო და ვიდეო

ახალი ღვინის ფესტივალი 2024

ადგილი

მთაწმინდის პარკი
მთაწმინდის პარკი
მზიურის პარკი
და, აი, ჩვენ აქ ვართ - მამმა მია! აღწერა დარბაზში, სცენასა თუ აივანზე, კიბესა თუ ბართან, მოკლედ, მთელ შენობაში ხან დრამის მომსწრენი ვართ, ხან სიყვარულით ვიწვით, არცთუ იშვიათად ვიცინით, ვტირით, ხშირად ვმღერით და ვცეკვავთ, აქ ცხოვრება დუღს. და, აი, ჩვენ აქ ვართ - მამმა მია! - „თეატრში" 7 ივნისს! და, აი, ჩვენ აქ ვართ - მამმა მია! - მიუზიკლის - მოტივებზე შექმნილი ორიგინალური ქართული ვერსია ეკუთვნის "თეატრს". კარი იხსნება: 20:00 სთ შოუ და ვახშამი: 20:45 სთ *ბილეთის ფასი მოცემულია ერთ სტუმარზე * ბილეთის საფასურში შედის შოუზე დასწრება, ვახშმის თანხლებით მონაწილეობენ: ♦ მარია - ანა ქურთუბაძე ♦ ელენა - ელენე თავართქილაძე ♦ როი - არჩილ სოლოღაშვილი ♦ ჩარლი - გიგი დედალამაზიშვილი ♦ ბობი - ჯეჯი სხირტლაძე ♦ კელი - ანა წერეთელი ♦ ჯუდი - ანა ზამბახიძე ♦ ელია - გიორგი გიგიბერია ♦ მია - თამთა შალამბერიძე ♦ ალისა - ანა გვანცელაძე ♦ პეპე - ნიკუშა ხრიკული ♦ ფრედი - ლაშა მორჩილაძე ♦ პადრე - ლუკა ხეჩუმაშვილი ♦ ასევე მონაწილებენ: ანდრია ზაქარაია, ლალი გოგიძე, ირაკლი სიქთურაშვილი, სალომე თათარაშვილი, ნიკოლოზ ჭკადუა, ანა თოგოშვილი ♦ „თეატრის“ მოცეკვავეთა დასი შემოქმედებითი ჯგუფი: დამდგმელი რეჟისორი: ზაალ ჩიქობავა მუსიკალური ხელმძღვანელი: თამუნა არჩვაძე ქორეოგრაფია: გიორგი ტორიაშვილი სცენოგრაფია: ანნა ნინუა კოსტიუმების მხატვარი: ლაშა ჯოხაძე ინსცენირება: თეა ყიფშიძე სიმღერების ტექსტი: ირინა სანიკიძე რეჟისორის ასისტენტი: თინათინ წულაძე მუსიკალური არანჟირება: ამირან დიასამიძე სტუდიის ხმის რეჟისორი: ნინო წითლაური ბრენდ შეფი: ალექს ნათაძე
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.