აჭარის ჩემპიონატი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
აჭარის ჩემპიონატი

აჭარის ჩემპიონატი

აჭარის ჩემპიონატი
რუსული

განრიგი

28.05.2026
ხუთშაბათი
10:00
29.05.2026
პარასკევი
10:00
30.05.2026
შაბათი
10:00
31.05.2026
კვირა
10:00

აღწერა

ინფორმაცია აჭარის ჩემპიონატის შესახებ:

შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გუნდები/კლუბები.

ველოდებით მონაწილეებს სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

ასევე დაიშვებიან მოყვარულები, სპორტული ველოსიპედებით და სათანადო ეკიპირებით.

ყველა ეტაპს ეყოლება თავისი გამარჯვებული ხოლო აჭარის ჩემპიონი გახდება 4 დღის ჯამში დაგრობებული ქულების შესაბამისად.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან: მედლებით, სიგელებით, თასებით, ფასიანი ვაუჩერებით და თანამდგომი კომპანიების მიერ დაწესებული პრიზებით.

რეგისტრაცია მოხდება სტარტის ადგილზე 10სთ-დან 10:30 მდე.

შეჯიბრება დაყოფილი იქნება ჭაბუკებში ორი ასაკის ჯგუფად:

იუნიორები - 2012-2008 წლელს დაბადებულები.

ელიტა - 2007წ და უფროსი ასაკი.

გოგოები ერთი ასაკის ჯგუფი 2012წელს დაბადებულები და უფროსები.

ეტაპი (28 მაისი) გაიმართება ინდივიდუალური რბოლა 12 კმ-ზე ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარედ მახოს ხიდამდე. მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე.

ეტაპს (29 მაისი) დავიწყებთ ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარედ. ბათუმის ცენტრალულ ქუჩებს გავივლით ერთიანი ჯგუფით და ქალაქის გასასვლელში მიეცემა სტარტი. ფინიში იქნება ხულოს ცენტრში. სარბოლო დისტანცია შეადგენს 80 კმს. პატარა ასაკის ვაჟებს და გოგოებს დისტანციას შევუმცირებთ და დაამთავრებენ 40-50 კმში.

ეტაპი (30 მაისი) ქობულეთში გაიმართება აღმაშენებლის ქუჩაზე სპორტ სკოლის მიმდებარედ. წრიული რობოლა. 20 წრე 10 ფინიშით. (1 წრე = 2 კმ)

ეტაპი (31 მაისი ) დასკვნითი რბოლა გაიმართება ბათუმში, განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე. წრიული რბოლა, 20 წრე 10 ფინიშით. (1 წრე = 1.600 მ)

დამატებით ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 574-007-111 (გიორგი)

Stages of the Ajara Open Championship 2025

Stage 1 (Batumi) – Individual Time Trial | 12 km

Stage 2 (Batumi / Khulo) – Road Race | 80 km

Stage 3 (Kobuleti) – Circuit Race | 40 km

Stage 4 (Batumi) – Circuit Race | 32 km

ფოტო და ვიდეო

აჭარის ჩემპიონატი

ადგილი

ბათუმი

პორტის ქალაქი და შავი ზღვის კურორტი ბათუმი – ქართული რესპუბლიკა აჭარის დედაქალაქია. ბათუმის ბულვარი გადის სანაპიროს, პარკისა და პლაჟის გასწვრივ. 130 მეტრის სიმაღლის ანბანის კოშკზე, რომელზეც ქართული ანბანის ასოებია, მდებარეობს საოცარი ხედების პლატფორმა, საიდანაც ზღვის ხედით დატკბობა შეგიძლიათ. ძველ ქალაქში შეგიძლიათ იხილოთ მე-19 საუკუნის მრავალი რეკონსტრუირებული შენობა. ბათუმის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ბოტანიკური ბაღი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მცენარეებია წარმოდგენილი.

ამ ადგილის ყველა ღონისძიება