AI: ახალი ავტორიტეტი რატომ ვენდობით მანქანის პასუხებს? თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
AI: ახალი ავტორიტეტი რატომ ვენდობით მანქანის პასუხებს?

AI: ახალი ავტორიტეტი რატომ ვენდობით მანქანის პასუხებს?

AI: ახალი ავტორიტეტი რატომ ვენდობით მანქანის პასუხებს?
34 Irakli Abashidze Street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან42
advertising
ქართული

განრიგი

07.03.2026
შაბათი
20:00
42

აღწერა

პროექტს წარმოგიდგენთ საერთო სამუშაო სივრცე „ტერმინალი“ და კომპანია “AIforHumans”. 


ოდესმე ყოფილხართ კამათისას იმ მომენტში, როცა სიმართლის დასამტკიცებლად ერთადერთ არგუმენტად ხელოვნური ინტელექტის პასუხი მოგაქვთ? 


აქ არ ვისაუბრებთ კოდებზე, ალგორითმების სირთულეზე ან ტექნოლოგიურ დეტალებზე. ეს შეხვედრა მათთვისაა, ვინც გრძნობს, რომ სამყარო ახალი წესებით თამაშს იწყებს. 


ეს არის ივენთების სერია “AI ია”-ის პირველი, საჯარო შეხვედრა იმაზე, თუ როგორ იქცა ალგორითმი ჩვენს მთავარ „მოსამართლედ“. ჩვენ სულ უფრო ხშირად მივმართავთ AI-აგენტებს ფაქტების გადასამოწმებლად, რათა დავასრულოთ დავა და ვიპოვოთ „ობიექტური ჭეშმარიტება“. 


მაგრამ მთავარი კითხვა სხვაა: როდის და როგორ იქცა მანქანა ავტორიტეტად, რომელსაც აღარავინ ეწინააღმდეგება? 


ამ ორსაათიან პანელურ დისკუსიაზე ვიმსჯელებთ: 

● სად მთავრდება ფაქტი და იწყება გავლენა? შეუძლია თუ არა ალგორითმს იყოს მართლაც ნეიტრალური?

● AI როგორც მოსამართლე: რატომ ვენდობით მანქანის „ვერდიქტს“ უფრო მეტად, ვიდრე ადამიანის აზრს? 

● ავტორიტეტის ტრანსფორმაცია: როგორ/რატომ ჩაანაცვლა სისტემამ ტრადიციული ავტორიტეტები და გახდა სიმართლის საზომი? 

● პერსონალური ინფორმაცია: რას ვუზიარებთ და რაში ვენდობით, რა იცის ჩვენზე AI-მ?
 

ეს შეხვედრა თქვენთვისაა, თუ: 

✅ გსურთ გაიგოთ, როგორ იცვლება „სიმართლის“ ცნება ციფრულ ეპოქაში. 

✅ გაინტერესებთ, სად არის ხელოვნური ინტელექტი დღეს, როგორ გადაალაგებს ძალთა ბალანსს ხვალ რა გავლენა ექნება ჩვენს ყოველდღიურობაზე მომავალში. 

✅ გსურთ გაურკვევლობა გსურთ გაურკვევლობა ინფორმირებული გადაწყვეტილებით ჩაანაცვლოთ. 

 

ფორმატი: პანელური დისკუსია (ორი წამყვანი და მოწვეული სტუმარი) + ღია Q&A აუდიტორიასთან. 

ხანგრძლივობა: ~2 საათი 

დასწრება: ბილეთებით (ადგილები შეზღუდულია!) 


შემოუერთდით დისკუსიას. კითხვა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პასუხი!

ფოტო და ვიდეო

AI: ახალი ავტორიტეტი რატომ ვენდობით მანქანის პასუხებს?

ადგილი

ტერმინალი
სამუშაო სივრცე ინდივიდუალური მაგიდებით, კერძო ოფისებით, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებით, ლაუნჯით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება