AI Promting თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
AI Promting

AI Promting

AI Promting
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან450
ქართული

აღწერა

კურსი განკუთვნილია ყველა იმ პირისთვის, ვისაც სურს შეისწავლოს თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის (AI) სისტემები, დიდი ენობრივი მოდელები (LLM) და AI აგენტების შექმნა პრაქტიკულ დონეზე.
📌 კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან როგორ მუშაობს თანამედროვე AI სისტემები, როგორ გამოიყენონ სხვადასხვა მოდელები (როგორიცაა ChatGPT, Google Gemini, Claude, DeepSeek, Grok), და როგორ შექმნან ეფექტური AI აგენტები.
📌 განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა Prompt Engineering-ს — სწორი ინსტრუქციების ფორმულირებას, სტრუქტურირებას და ოპტიმიზაციას, რათა მიღწეული იყოს ზუსტი და გამოყენებადი შედეგები.
📌 კურსი არის პრაქტიკაზე ორიენტირებული და მოიცავს რეალურ ამოცანებზე მუშაობას, API-ებთან ინტეგრაციას, ჩატბოტების შექმნას და მრავალაგენტურ სისტემებს.

კურსის დასრულებისას შეძლებთ:
🔹 სხვადასხვა AI მოდელის სწორად შერჩევას და გამოყენებას 
🔹 ეფექტური პრომპტების შექმნას (Zero-shot, Few-shot, Role-based) 
🔹 AI სისტემების შეზღუდვების (hallucination, bias) იდენტიფიცირებას 
🔹 API-ების გამოყენებით AI სისტემებთან ინტეგრაციას 
🔹 მარტივი AI აგენტების და ჩატბოტების შექმნას 
🔹 მეხსიერების (memory) გამოყენებას AI სისტემებში 
🔹 მრავალაგენტური (multi-agent) სისტემების დიზაინს 
🔹 AI სისტემების უსაფრთხოებისა და ეთიკური რისკების შეფასებას 
🔹 რეალური ბიზნეს ამოცანებისთვის AI გადაწყვეტილებების შექმნას 

⚠️მნიშვნელოვანი ინფორმაცია: 
კურსის განმავლობაში დაგჭირდებათ Claude AI-ს პრემიუმ ვერსიის და API კრედიტების შეძენა, ჯამში $30. იმ შემთხვევაში, თუ უკვე გაქვთ პრემიუმ ექაუნთი, დამატებითი ხარჯი იქნება მხოლოდ კრედიტები. 

წინაპირობები (Prerequisites): სასურველია პროგრამირების საფუძვლების ცოდნა

👥სასწავლო კურსის ლექტორი:
ქეთევან გრძელიძე – კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი, SCSA-ს ლექტორი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.

⏳ კურსის ხანგრძლივობა:
შეხვედრების რაოდენობა: 13 (26 გაკვეთილი)
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი

📅კურსის განრიგი:
მეცადინეობა დაიწყება 10.07.2026 და ჩატარდება ყოველ სამშაბათს და პარასკევს 19:00 – 21:00 საათამდე.
ჩატარების ტიპი: online/offline

💰კურსის საფასური:
✅წინასწარი რეგისტრაციის ფასი: 400 ლარი (გადახდა 03.07.2026-ის ჩათვლით)
წინასწარი საფასური SCSA წევრებისთვის: 350 ლარი 
✅სტანდარტული ფასი: 450 ლარი (გადახდა 03.07.2026-ის მერე)
სტანდარტული საფასური SCSA წევრებისთვის: 400 ლარი

📌კონტაქტები:
(+995) 571 381 166 / (+995) 595 511 355
ელ-ფოსტა: info@scsa.ge⠀

👉 რეგისტრაცია:
https://scsa.ge/ai-prompting/ 

ფოტო და ვიდეო

AI Promting

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება