AI (ხელოვნური ინტელექტი) ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგია კომპიუტერული მეცნიერების სფწროში. ის გამოიყენება სხვადასხვა მიმართულებაში როგორიცაა: მანქანური სწავლება, მონაცემთა ანალიზი, ავტომატიზაცია, ოპტიმიზაცია, მოდელირება და სიმულაცია, გადაწყვეტილების მიღება და ა.შ. კურსი იწყება ფუნდამენტური თემებით, როგორიცაა მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები და მოიცავს AI-ის ძირითადი ტექნიკებისა და მეთოდების განხილვას. თეორიულ ცოდნასთან ერთად, კურსის მსმენელებს საშუალება ექნებათ მიღებული ცოდნა პრაქტიკულ ამოცანებში გამოცადონ. სალექციო კურსის განმავლობაში სტუდენტები როგორც დამოუკიდებლად, ასევე ერთობლივად იმუშავებენ, დაწერენ პროგრამებს და გადაჭრიან სხვადასხვა სტანდარტულ პრობლემებს, ისწავლიან ამოცანების პროგრამულად გადაჭრას.
სასწავლო კურსის შემდგომ თქვენ შეძლებთ:
მანქანური სწავლებისა და AI ტექნიკების თავისებურებების ახსნას;
ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების საფუძვლების ახსნას;
დამოუკიდებლად ჭკვიანი სისტემებისა და პროგრამების აწყობას;
რაციონალურობის და ინტუიციის პროგრამულ სიმულაციას.
სასწავლო კურსზე დაშვების წინაპირობა:
კურსის წინაპირობაა python პროგრამირების ენის ძირითადი პრინციპების ცოდნა (python საფუძვლების ცოდნა).
კურსის ლექტორი:
ირაკლი გუგუნაშვილი - გარემოს დაცვის სამინისტროს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის Python დეველოპერი, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი.
⠀
კურსის განრიგი:
კურსის დასაწყისი: 14/07/2026
მეცადინეობა ჩატარდება ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 20:00 – 22:00 საათამდე.
ჩატარების ტიპი: Offline/Online
კურსის საფასური: 350 ლარი
საფასური SCSA წევრებისთვის: 300 ლარი
⠀
კონტაქტები:
(+995) 571 381 166
(+995) 595 511 355
ელ-ფოსტა: info@scsa.ge
რეგისტრაცია:
https://scsa.ge/ai-and-machine-learning/