აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების საკურსო ღვინოების დეგუსტაცია თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების საკურსო ღვინოების დეგუსტაცია

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების საკურსო ღვინოების დეგუსტაცია

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების საკურსო ღვინოების დეგუსტაცია
27 Revaz Tabukashvili St.
ქართული

განრიგი

04.07.2026
შაბათი
14:00

აღწერა

უკვე მერვე წელია, ტრადიციულად გეპატიჟებით 8000 მოსავალში აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების საკურსო ღვინოების დეგუსტაციაზე!

🥂 შაბათს, 4 ივლისს, 14:00 საათზე, 8000 მოსავლის აბაშიძის ფილიალში 7 სტუდენტური ჯგუფის მიერ წარმოდგენილ 25 სხვადასხვა ღვინოს გავსინჯავთ. 

🍇 თითოეულმა გუნდმა სამი განსხვავებული ღვინო შექმნა - ქვევრის, კლასიკური და წითელი. რამდენიმე გუნდი დამატებით წარადგენს პეტნატსა და შემაგრებულ ღვინოსაც.

🎓სტუდენტები თავად არჩევენ ყურძნის ჯიშსა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიას, მართავენ ღვინის შექმნისთვის საჭირო ყველა პროცესს (ვენახიდან ბოთლის ეტიკეტამდე) და ამუშავებენ ღვინის კონცეფციას. დეგუსტაცია კი მათი მრავალთვიანი შრომის შედეგების საჯარო წარდგენაა.

🍷 ეს არის შესაძლებლობა, პირველებმა აღმოაჩინოთ მომავალი მეღვინეების ნამუშევრები, გაეცნოთ მათ, მოისმინოთ თითოეული ღვინის ისტორია და საკუთარი შეფასებაც გაუზიაროთ.

🎫 ბილეთის ღირებულება 15 ლარია. ბილეთების შეძენა ადგილზე, ნაღდი ანგარიშსწორებით იქნება შესაძლებელი. შემოსული თანხა სრულად გადაეცემათ სტუდენტებს.

🍇 გელოდებით, რათა ერთად გავიცნოთ ქართული მეღვინეობის მომავალი თაობა და მათი პირველი ღვინოები.

ფოტო და ვიდეო

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების საკურსო ღვინოების დეგუსტაცია

ადგილი