Afternoon Version 90-იანი წლების ერთერთი უნიკალური სხივია, ბენდი რომელიც ძალიან განსაკუთრებულ დროს შეიკრა, რომ ბრიტანული ხმოვანებით დამუხტულებს ჭეშმარიტი ქართული სიტყვა ეთქვათ მუსიკალურ ასპარეზზე. ელექტრონული ბგერებით გაჯერებული ლაივები თბილისის იმ დროინდელ პატარა ბარებსა და კლუბებში დაიკრა.
ახლა კი, სამი დეკადის მერე ისტორიული ვინილი დაიპრესა, ბენდის წევრები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და დედაენის ბარის სცენაზე ლეგენდარულ კონცერტს შემოგვთავაზებენ. აი ასე, უშუალოდ და სპონტანურათ.
დიდი ამბავია, ჩვენც დიდი ხმაური უნდა შევქმნათ, დაფასება პატივისცემა!