მენიუ
ვალენტინობის შემდეგ: სიყვარული გრძელდება ..
მეგობრებო,ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ წმინდა ვალენტინის დღე, ეს სიყვარულის ზეიმის დასასრული კი არა, მხოლოდ დასაწყისია!
ამიტომ 15 თებერვალს Soundlab Ensemble გიწვევთ ჩვენს სადებიუტო კონცერტზე.
ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ შთაგონებით, ენერგიით და ცოცხალი ემოციებით სავსე განსაკუთრებული საღამო, სადაც ყველა ერთად დავრწმუნდებით, რომ სიყვარულის ზეიმი ეს არა მხოლოდ თარიღია კალენდარში, არამედ სულის მდგომარეობაა, რომელიც ჩვენში სამუდამოდ ცოცხლობს.
ამ საღამოს გვინდა გაჩუქოთ სიყვარულის ატმოსფერო, რომელიც კი არ სრულდება, პირიქით მხოლოდ ძალას იკრებს.
აჩუქეთ საკუთარ თავს ეს საღამო!
ჩვენ კი გთავაზობთ სიყვარულის გაგრძელებას მუსიკაში, რომელსაც არ აქვს დროის და სივრცის საზღვრები,როგორც სიყვარული არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი დღით, ასევე მუსიკაც და როგორც ნამდვილი გრძნობა, ისიც მუდამ გრძელდება !