14 ნოემბერს, პარასკევს Sam Sparacio და AnVetta ეწვევიან თბილის და შემოგვთავაზებენ განსაკუთრებული გამოცდილებას.
Sam Sparacio — დიჯეი და პროდიუსერი იტალიური ფესვებით. Gasoline Records-ისა და Artistika Tulum-ის დამფუძნებელი,რომელმაც მოიარა 20-ზე მეტი ქვეყანა, 4 კონტინენტი და გამოუშვა ჰიტი, რომელიც Beatport-ის Top 10-ში მოხვდა. მან სცენა დაიპყრო იბიცადან ტულუმამდე და გამოდიოდა ისეთ ფესტივალებზე და სცენებზე, როგორებიცაა CAFE DE ANATOLIA, SONAR Barcelona და ADE Amsterdam… მისი ტრეკები არაერთხელ მოხვდა Beatport-ის Top 10-ში.
AnVetta-მ კარიერა დაიწყო 2007 წელს უკრაინაში და მალევე გახდა მნიშვნელოვანი სახე ევროპულ სცენაზე. ის უკრავდა Mercedes-ის, Lamborghini-ს და Audi-ს ბრენდ-ივენთებზე, იყო Budweiser-ისა და Heineken-ის ამბასადორი და თანამშრომლობდა Ibiza Live Radio-სთან. ამჟამად ის ცხოვრობს მექსიკაში და თანამშრომლობს მსოფლიო დონის წამყვან არტისტებთან.
მსოფლიოს წამყვანი დუო Sam Sparacio და AnVetta აზიის ტურის დაწყებამდე აფროდიტეს მსმენელის წინაშე წარსდგებიან.
ღონისძიებას უმასპინძლებს ყველაზე გამორჩეული სივრცე weather report-ი, რომელიც მდებარეობს პულმანის 37 სართულზე, ჭავჭავაძის #37მ საიდანაც მთელ თბილისზე იშლება 360 გრადუსიანი ხედები. დაგხვდებათ განსხვავებული განათება & შოუ, განსაკუთრებული კოქტეილები, რომელიც იქმნება კონკრეტული ღონისძიებისთვის.
სივრცე გაიყოფა 2 ნაწილად და მოეწყობა VIP ზონა დამოუკიდებელი ბარით და მეტი კომფორტით. VIP მაგიდების დაჯავშნის შემთხვევაში დაგხვებათ Welcome drinks.
კარის გახსნა: 21:00
Dresscode: Smart Casual / Smart Elegant
