12 ივნისს - მთაწმინდის პარკში - Mono Hall და Boom Boom Booking Angecy წარმოგიდგენთ, მსოფლიოს მასშტაბით ცნობილ და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ელექტრონული მუსიკის დუოს - Adriatique.
Adriatique - ადრიან შალას და ადრიან შვაიცერის ელექტრონული მუსიკის პროექტია. მათ დიდი გავლენა მოახდინეს ელექტრონული მუსიკის სცენაზე 2008 წელს, როდესაც ციურიხში გაცნობიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ერთობლივი მუსიკალური შემოქმედების დაწყება გადაწყვიტეს. მათი კავშირი მრავალფეროვანი მუსიკალური გავლენების , უნიკალური ჟღერადობის შექმნაში გამოიხატება, რის დემონსტრირებასაც, პროექტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იდეალურად ახდენს, როგორც სტუდიური, ასევე ცოცხალი გამოსვლების დროს.
2012 წელს Diynamic Music-თან თანამშრომლობის შემდეგ, Adriatique-მა ინდუსტრიაში მნიშვნელოვნი რეპუტაცია მოიპოვა. თანამშრომლობდნენ რა ისეთ ცნობილ ლეიბლებთან, როგორიცაა Afterlife, ხოლო 2016 წელს დააფუძნეს საკუთარი მუსიკალური ლეიბლი Siamese. Siamese ახალი ტალანტებისთვის პლატფორმას წარმოადგენს და მათი შემოქმედების ფართო აუდიტორიისთვის მიწოდების იდეალური გზაა.
Adriatique-ის ალბომი "Nude," რომელიც 2018 წელს გამოვიდა, ხელოვნების მნიშვნელოვანი ევოლუცია იყო. მათი ნამუშევრებიდან, შეგვიძლია გამოვყოთ, ბოლო დროინდელი რემიქსები, ისეთი არტისტების ტრეკებზე, როგორიც არის: RÜFÜS DU SOL და Swedish House Mafia, რომელიც The Weeknd-ის მონაწილეობითაა.
ღონისძიებების სერია X, რომელიც 2022 წლის დეკემბერში დაიწყო, Adriatique-ის შემოქმედებითი გავლენის გაღრმავების საშუალებას იძლევა და ის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ფართო მასშტაბიანი შოუა, ელეექტრონული მუსიკის სცენაზე. აღნიშნული შოუ, უკვე არაერთხელ გაიმართა ისეთ ქალაქებში როგორიცაა: თელ ავივი, იბიცა და ამსტერდამი.
ღონისძიება ჩატარდება, მთაწმინდის პარკში, ღია სივრცეში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ასაკობრივი შეზღუდვა 18+
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება
და, აი, ჩვენ აქ ვართ - მამმა მია! აღწერა დარბაზში, სცენასა თუ აივანზე, კიბესა თუ ბართან, მოკლედ, მთელ შენობაში ხან დრამის მომსწრენი ვართ, ხან სიყვარულით ვიწვით, არცთუ იშვიათად ვიცინით, ვტირით, ხშირად ვმღერით და ვცეკვავთ, აქ ცხოვრება დუღს. და, აი, ჩვენ აქ ვართ - მამმა მია! - „თეატრში" 7 ივნისს! და, აი, ჩვენ აქ ვართ - მამმა მია! - მიუზიკლის - მოტივებზე შექმნილი ორიგინალური ქართული ვერსია ეკუთვნის "თეატრს". კარი იხსნება: 20:00 სთ შოუ და ვახშამი: 20:45 სთ *ბილეთის ფასი მოცემულია ერთ სტუმარზე * ბილეთის საფასურში შედის შოუზე დასწრება, ვახშმის თანხლებით მონაწილეობენ: ♦ მარია - ანა ქურთუბაძე ♦ ელენა - ელენე თავართქილაძე ♦ როი - არჩილ სოლოღაშვილი ♦ ჩარლი - გიგი დედალამაზიშვილი ♦ ბობი - ჯეჯი სხირტლაძე ♦ კელი - ანა წერეთელი ♦ ჯუდი - ანა ზამბახიძე ♦ ელია - გიორგი გიგიბერია ♦ მია - თამთა შალამბერიძე ♦ ალისა - ანა გვანცელაძე ♦ პეპე - ნიკუშა ხრიკული ♦ ფრედი - ლაშა მორჩილაძე ♦ პადრე - ლუკა ხეჩუმაშვილი ♦ ასევე მონაწილებენ: ანდრია ზაქარაია, ლალი გოგიძე, ირაკლი სიქთურაშვილი, სალომე თათარაშვილი, ნიკოლოზ ჭკადუა, ანა თოგოშვილი ♦ „თეატრის“ მოცეკვავეთა დასი შემოქმედებითი ჯგუფი: დამდგმელი რეჟისორი: ზაალ ჩიქობავა მუსიკალური ხელმძღვანელი: თამუნა არჩვაძე ქორეოგრაფია: გიორგი ტორიაშვილი სცენოგრაფია: ანნა ნინუა კოსტიუმების მხატვარი: ლაშა ჯოხაძე ინსცენირება: თეა ყიფშიძე სიმღერების ტექსტი: ირინა სანიკიძე რეჟისორის ასისტენტი: თინათინ წულაძე მუსიკალური არანჟირება: ამირან დიასამიძე სტუდიის ხმის რეჟისორი: ნინო წითლაური ბრენდ შეფი: ალექს ნათაძე
