აღწერა
ვაცხადებთ გასტრომანიას მასტერკლასებს ჩვენს შეფ მზარეულებთან. ჩვენი რესტორნის მთავარი საგანძური აჭარული ხაჭაპურია და ჩვენ მზად ვართ გაჩვენოთ მისი მომზადების საიდუმლოებები. ჩვენი მასტერკლასი მოიცავს აჭარული ხაჭაპურის გამოცხობას და ულამაზესი დესერტის მომზადებას თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის. საღამოს დავიწყებთ მისასალმებელი სასმელით და გამოცხობის შემდეგ ერთად გავიზიარებთ სუფრას და ემოციებს. ჩვენგან დაგრჩებათ სამახსოვრო ფოტო ვიდეო მასალა, დაუვიწყარი აქტივობა და სასიამოვნო გამოცდილება ჩვენს შეფ-მზარეულებთან გაგასთან და მარიკასთან ერთად.