კინოსაღამო მათთვის, ვინც ჩვენნაირია! მათთვის, ვისაც უბრალოდ მშვიდად ჯდომა და ფილმის ყურება არ შეუძლია; ვინც ათი წუთის შემდეგ უკვე რაღაცას ატრიალებს ხელში, ხელსახოცზე ხატავს ან თითებით საყვარელი მელოდიის რიტმს აყოლებს.
ვიკრიბებით ფილმის საყურებლად და ოფიციალურად ვაძლევთ საკუთარ თავს უფლებას, მშვიდად არ ვისხდეთ: მაგიდებზე დაგხვდებათ სხვადასხვა პატარა კრაფტ-აქტივობა, რომლებითაც პირდაპირ ფილმის ყურების დროს შეძლებთ დაკავდეთ.