აზროვნების აკადემია გთავაზობთ კურსს - ადამიანური რესურსების მართვა 4.0.
კურსს გაუძღვება HR კონსულტანტი მედეა ტაბატაძე
თანამედროვე პერიოდის ადამიანური რესურსების მართვა განსხვავებულ და განახლებულ მიდგომებს მოითხოვს.
თანამშრომლების დაქირავება და შენარჩუნება თანამედროვე კომპანიების ძირითადი გამოწვევაა. შესაბამისად, ადამიანური რესურსების მართვა მენეჯერების მნიშვნელოვან და აუცილებელ კომპეტენციად იქცა.
მენეჯერებმა და ლიდერებმა უნდა იცოდნენ თუ რა ქმნის დღეს ადამიანური რესურსის / ცოდნის სიმცირეს, რა ცვლილება უნდა განხორციელდეს შერჩევის, გუნდის მართვის, ურთიერთობის, ანაზღაურების, განვითარებისა და მოტივაციის მიმართულებით.