20 ივნისს #1 ქართული ციფრული მარკეტინგული ღონისძიება - Ad Summit Tbilisi 2025 ბრუნდება.
სამიტი უკვე მესამედ, ამჯერად Radisson Red-ში ჩატარდება და სრულიად ახალი კონცეფციით წარსდგება მსმენელის წინაშე.
რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიების - Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის ფარგლებში, Hapttic-თან და ქართველ კონტენტ კრეატორთან, გიორგი დანელიასთან კოლაბორაციით Ad Summit-ი უნიკალური ტიპის ღონისძიებას უმასპინძლებს: Tech Powered Content Creators: Using Technology to Shape the Future of Content
სამიტი ძირითადად ფოკუსირებული იქნება ტექნოლოგიების როლსა და მნიშვნელობაზე თანამედროვე სამყაროში კონტენტის წარმოების პროცესში.
ქართველი და უცხოელი YouTube-ერები შეიკრიბებიან და საკუთარ გამოცდილებასა და განვლივ გზაზე ისაუბრებენ.
Ad Summit Tbilisi 2025-ის მთავარი სტუმარი იქნება Jamie Rawsthorne პირდაპირ ლონდონიდან!
არ მოგესმათ!
“The Zac and Jay Show” YouTube Channel-ის შემქმნელი და თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული YouTube სტრატეგი, 20 ივნისს საქართველოს ეწვევა და Ad Summit-ის სცენაზე წარსდგება.
Jamie-სთან ერთად Keynote Speech-ებსა და პანელურ დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ:
სპიკერების და პარტნიორი კომპანიების სრული სია მალე დაანონსდება...
Ad Summit-ის ღონისძიება საქართველოში უკვე მესამედ ტარდება და ქმნის ქართველი მარკეტერებისა და ციფრული სფეროებით დაინტერესებული ადამიანების დამაკავშირებელ პირველ ქართულ პლატფორმას.
ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც ციფრული მარკეტინგი, ზოგადად კონტენტ მარკეტინგი და მასთან დაკავშირებული ციფრული სფეროები აინტერესებს. Ad Summit-ის მთავარი კონცეფციაა შექმნას სივრცე, რომელიც შთაგონების და პროფესიული მიგნებების გაზიარების მედიუმი იქნება.
ღონისძიების ენა - ინგლისური
ლინკები:
https://www.facebook.com/adsummit.ge