აღწერა
შემოუერთდი საქართველოს ყველაზე მასშტაბურ ციფრული მარკეტინგის ღონისძიებას. არ ჩამორჩე ციფრულ ტრენდებს, გაიგე საუკეთესოებისგან.
რა არის Ad Summit?
Ad Summit-ი როგორც #1 ქართული ციფრული მარკეტინგული პლატფორმა, ქმნის შთაგონებისა და პროფესიული მიგნებების გაზიარების სივრცეს. სწორედ ამიტომ, 2023 წლიდან აქტიურად მასპინძლობს კონფერენციებს, მითაფებს და ქომუნითი შეკრებებს.
Ad Summit Tbilisi 2024 ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც საშუალებას მოგცემს გაეცნო ინდუსტრიის წამყვანი სპიკერების Data-Driven სტრატეგიებს ციფრულ სამყაროში, შეხვდე ციფრული მარკეტინგით დაინტერესებულ ადამიანებს და მიიღო მონაწილეობა კონკურსებში.