AccurAi-ის ონლაინ ვებინარი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
AccurAi-ის ონლაინ ვებინარი

AccurAi-ის ონლაინ ვებინარი

AccurAi-ის ონლაინ ვებინარი
advertising
ქართული

აღწერა

AccurAi გიწვევთ ონლაინ ვებინარზე, სადაც განვიხილავთ სასესხო დაფინანსებასთან დაკავშირბულ ყველაზე ხშირ შეცდომებსა და საგადასახადო რისკებს, რეალური პრაქტიკული ქეისების საფუძველზე.

📢 ეს ვებინარი თქვენთვისაა, თუ:
▪️ იწყებთ ბიზნესს და გჭირდებათ კაპიტალიზაცია;
▪️ გეგმავთ ბიზნესის დაფინანსებას სესხით;
▪️ გყავთ უცხოელი ინვესტორი და ვერ წყვეტთ - სესხი თუ კაპიტალშენატანი;
▪️ გინდათ სესხის პირობები ისე განსაზღვროთ, რომ შეამციროთ საგადასახადო და საკრედიტო რისკები; 

ვებინარი დაფუძნებულია ჩვენი გუნდის 30-წლიან გამოცდილებაზე საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო მომსახურებაში.

🎯 ვებინარი განკუთვნილია:
•კომპანიის დამფუძნებლებისა და დირექტორებისთვის;
•ფინანსური და იურიდიული მიმართულებების ხელმძღვანელებისთვის;
•მთავარი ბუღალტრებისა და ფინანსური მენეჯერებისთვის;

📌 ვებინარის ძირითადი თემები:
✔️ როგორია სესხების რეგულირების და აღრიცხვის საკანონმდებლო ჩარჩო საქართველოში? 
✔️დაფინანსების რომელი ფორმა ავირჩიოთ, სასეხო დაფინანსება თუ კაპიტალშენატანი? 
• ფიზიკური პირი აფინანსებს:
ა) ფიზიკურ პირს
ბ) იურიდიულ პირს
• არარეზიდენტი აფინანსებს რეზიდენტს:
ა) ფიზიკურ პირს
ბ) იურიდიულ პირს
✔️ როგორ განვსაზღვროთ საპროცენტო განაკვეთი და სესხის სხვა პირობები საკრედიტო საგადასახადო რისკების შესამცირებლად? 
✔️ რა საგადასახადო შედეგები ახლავს სესხის რესტრუქტურიზაციას, მის კაპიტალში კონვერტირებას და, პირიქით? 
✔️ რომელია სასეხო დაფინანსებისას დაშვებული TOP შეცდომები? 

 

🎙️ სპიკერი: ზურაბ ნიკვაშვილი
• AccurAi-ის დამფუძნებელი;
• საერთაშორისო სერტიფიცირებული ბუღალტერი (CPA);
• EY-ის ყოფილი პარტნიორი;
• 30+ წლიანი გამოცდილება საგადასახადო და ფინანსურ სფეროში;

🗓️ თარიღი: 4 მარტი
🕔 დრო: 17:00 - 18:30
🌐 ფორმატი: ონლაინ

🔗 რეგისტრაცია:
https://www.wixforms.com/f/7419269614154023969

დასწრება უფასოა.
ვებინარის ბმული გაეგზავნებათ რეგისტრირებულ მონაწილეებს ელფოსტაზე.

👉 დაესწარით ვებინარს და მიიღეთ პრაქტიკული, რეალურ ბიზნესზე მორგებული რეკომენდაციები, რომლებიც დაგეხმარებათ სესხების სწორად სტრუქტურურებაში.

ფოტო და ვიდეო

AccurAi-ის ონლაინ ვებინარი

ადგილი