ერთი ანარქისტი მკვდარია. ოფიციალური ვერსია მზად არის - მისი სიკვდილი შემთხვევითობაა. საქმეც თითქოს დასრულებულია. მაგრამ პოლიციის განყოფილებაში მოხვედრილი უცნაური ადამიანი, სისტემის დანაშაულს ააშკარავებს. ისმის მთავარი კითხვა: თუ უსამართლობა სამართლის სახელით ხდება, მაშინ ვინ არის დამნაშავე - ადამიანი თუ სისტემა? „ანარქისტის შემთხვევითი სიკვდილი“ არის ბრძოლა სიმართლესა და მის ოფიციალურ ვერსიას შორის - სამყაროში, სადაც სამართალი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ სამართლიანობა არა.
პიესა: დარიო ფო
კომედია ფარსი ერთ მოქმედებად
თეატრ „ლიანდაგის“ პროდუქცია
რეჟისორი და ინსცენირების ავტორი: თეა გეგეჭკორი
კომპოზიტორი: ბეგი ნიკოლეიშვილი
მხატვარ გამნათებელი: STAGE SOUND
მსახიობები: ავთანდილ ჩიქვილაძე, პაატა ნემსიწვერიძე, ვლადიმირ ფცქიალაძე, ნოდარი მესხიშვილი, ნუნუ ქუთათელაძე, ბადრი ადამია, კონსტანტინე კვიმსაძე, გიორგი ბაზანდარაშვილი.
თეატრ ლიანდაგის სპექტაკლი „ანარქისტის შემთხვევითი სიკვდილი“ ხორციელდება საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული “შემოქმედებითი კომპასი საქართველოს” პროექტის ფარგლებში და მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში კულტურული ღონისძიებების პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებას. პროგრამა ორიენტირებულია ადგილობრივი თემის ჩართულობაზე, კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, ასევე პროექტის რეგიონული გაფართოებისა და ჩართულობის მიზნების მხარდაჭერაზე.
სპექტაკლი „ანარქისტის შემთხვევითი სიკვდილი“ შექმნილია ევროკავშირისა და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ნიკო ნიკოლაძის კლუბი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის შეხედულებებს.