საფეხბურთო გრანდი “მილანი” ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს სტუმრობს, წელს კი საქართველოში იტალიური გუნდი ბანაკს უკვე მეორედ გამართავს.
“AC Milan Junior Camp”-ის პროექტების ერთობლიობა მიზნად ისახავს ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართვას სპორტულ აქტივობებში, რისთვისაც კლუბის ოფიციალური სავარჯიშო მეთოდოლოგიაა გამოყენებული.
მილანის ბანაკი მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ უნიკალური გამოცდილება, ჩაერთონ თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებულ სამწვრთნელო პროცესებში, გაატარონ სასიამოვნო დრო და ივარჯიშონ როგორც ადგილობრივ მწვრთნელებთან, ასევე “მილანიდან” მოწვეულ, სამ სპეციალისტთან ერთად.
AC Milan Junior Camp Tbilisi 17 ივნისს, საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის პლატოზე არსებულ საფეხბურთო ცენტრში დაიწყება და 22 ივნისს დასრულდება. სავარჯიშო პროგრამას მართავენ “მილანის” ოფიციალური მწვრთნელები იმ მეთოდოლოგიის მიხედვით, რომელიც კლუბის ყველა ოფიციალური გუნდისთვისაა განკუთვნილი.
