ღვინის ფესტივალი დედაენის პარკ-ში — ღონისძიება იმავე ორგანიზატორებისგან, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ჩაატარეს ლუდის ფესტივალი, რომელიც არც თუ ისე დატვირთული იყო. თუმცა, შესაძლოა ამჯერად უფრო მასშტაბური და საინტერესო გამოვიდეს.
დედაენის ბაღი თბილისის ერთ-ერთი პოპულარული პარკია. იგი მშრალ ხიდთან, ხიდისა და სკუდიერის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. დედაენის ბაღი შესანიშნავი ადგილია დასვენებისა და განტვირთვისთვის. მწვანეში ჩაფლულ ბაღში მოწყობილია სასეირნო ბილიკები და დასასვენებელი სკამები. აქ არის სკეიტ პარკიც სპორტის მოყვარულთათვის და კაფე-ბარები. ბაღში დგას ელგუჯა ამაშუკელისა და ნოდარ მგალობლიშვილის შექმნილი დედაენის ძეგლი. დედაენის ბაღი ცნობილია, როგორც დემონსტრანტების თავშეყრის ადგილი.