გასპარი — მორიდებული, ჩაკეტილი მათემატიკოსია, რომელსაც პარადოქსული ფორმით ქალები მუდამ ეჭიდებიან. ის ზაფხულის არდადეგებზე ელოდება ლენას — მშვენიერ და მუდამ ხელიდან გამცლელ გოგონას — მაგრამ ამ მოლოდინში შემთხვევით კიდევ ორ გმირთანაც იცნობს და სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდება სასიყვარულო მრავალკუთხედის შუაგულში.
„ზაფხულის ზღაპარი“ — მოჩვენებით ახალგაზრდული და მოტყუებით მსუბუქი ფილმია რომანტიკულ ურთიერთობებზე, გადაღებული ერიკ რომერის ხელწერით: თითქოს არაფერიც არ ხდება, მაგრამ ყველა დეტალში — ეშმაკი იმალება.
რომერის ყველა ოთხი სეზონის ზღაპარი ცალკე სასწაულია. „შემოდგომის“, „ზამთრის“ და „გაზაფხულის“ ჩვენებასაც აუცილებლად დავგეგმავთ, როცა შესაბამისი დრო მოვა — შემოდგომაზე, ზამთარსა და გაზაფხულზე.