ოჯახური ყოფის ისტორია, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით კრიტიკოსები და მაყურებლები გააოცა და ცრემლებამდე აღაფრთოვანა. ორი მეუღლის განქორწინება მხოლოდ სიუჟეტის დასაწყისია. ცოლისთვის (სიმინი) ეს გადაწყვეტილება საბოლოოა: მას სურს წასვლა და ქალიშვილის წაყვანა. ქმარი (ნადერი) არსად აპირებს წასვლას, რადგან ავადმყოფ მამას უვლის. ხოლო რა მოხდა შემდეგ — ამას არ მოგიყვებით.
ფილმმა მოიპოვა თითქმის სამოცი საერთაშორისო ფესტივალური ჯილდო, მათ შორის „ოსკარი“ (ირანული კინოს ისტორიაში პირველი) და ბერლინის კინოფესტივალის სამი „დათვი“. „განქორწინება“, რომელიც ჰიჩკოკის სტილის დეტექტივივით იშლება, დასავლურ სამყაროს კიდევ იმით იზიდავს, რომ ირანის ეგზოტიკურ სარკეში ასახავს ყველასთვის ნაცნობ — ანუ უნივერსალურ, ადამიანურ — თვისებებს.
