ნადერისა და სიმინის განქორწინება თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ნადერისა და სიმინის განქორწინება

ნადერისა და სიმინის განქორწინება

ნადერისა და სიმინის განქორწინება
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან18
ინგლისური, რუსული

განრიგი

04.08.2026
სამშაბათი
18:30
18

აღწერა

ერთი შეხედვით — ოჯახური დრამა, რომელმაც თავისი გულწრფელობითა და ემოციური სიღრმით მთელი მსოფლიოს მაყურებელი და კინოკრიტიკოსები შეძრა. თუმცა ცოლ-ქმრის განქორწინება ამ ისტორიის მხოლოდ დასაწყისია.

სიმინისთვის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია — მას სურს ქვეყნიდან წასვლა და ქალიშვილის თან წაყვანა. ნადერი კი წასვლას არ აპირებს, რადგან მძიმედ დაავადებულ მამაზე ზრუნავს. და ეს მხოლოდ დასაწყისია. რა მოხდება შემდეგ, უმჯობესია თავად აღმოაჩინოთ.

ფილმმა თითქმის 60 საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, მათ შორის — „ოსკარი“ (ირანული კინოს ისტორიაში პირველი) და ბერლინის კინოფესტივალის სამი „დათვი“„განქორწინება“დაძაბულობით ჰიჩკოკის დეტექტივს მოგვაგონებს, თუმცა მისი მთავარი ძალა იმაშია, რომ ირანული ყოველდღიურობის ფონზე გვიყვება სრულიად უნივერსალურ, ყველასთვის ნაცნობ ადამიანურ ისტორიას — სიყვარულზე, პასუხისმგებლობაზე, სიმართლესა და იმ რთულ არჩევანებზე, სადაც სწორი პასუხი ხშირად უბრალოდ არ არსებობს.

ფოტო და ვიდეო

ნადერისა და სიმინის განქორწინება

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება