✨ 📖 გაინტერესებთ, როგორ შეაყვაროთ ბავშვს კითხვა განურჩევლად ასაკისა და როგორ გაატაროთ შვილებთან დრო ნაყოფიერად?
7 ივლისს, გიწვევთ საინფორმაციო-შემეცნებით სესიაზე, რომელსაც გაუძღვება ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი, World Vision საქართველოს მოწვეული სპეციალისტი.
👨👩👧👦 სესია განკუთვნილია 12 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებისთვის, რომელთაც სურთ შვილებს წიგნის მიმართ ინტერესი და სიყვარული გაუღვივონ და მათთან ერთად უფრო საინტერესოდ გაატარონ დრო.
შეხვედრაზე განვიხილავთ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაბამისს სტრატეგიებს, პრაქტიკულ აქტივობებსა და ლიტერატურას, რომელიც დაგეხმარებათ, თქვენს შვილს წიგნებთან მეგობრობა შეაყვაროთ.
🔍 შეხვედრაზე ვისაუბრებთ შემდეგ საკითხებზე:
- წიგნი, როგორც საყვარელი აქტივობა: როგორ დავაინტერესოთ ბავშვი წიგნებით;
- როგორ შევარჩიოთ ლიტერატურა ბავშვის ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით;
- გაჯეტების ალტერნატივა: როგორ ჩავანაცვლოთ ეკრანთან გატარებული დრო წიგნის კითხვით;
- როგორ ვაქციოთ ზაფხული საინტერესო თავგადასავლად წიგნებთან ერთად;
- როგორ შევქმნათ სახლში ისეთი გარემო, სადაც კითხვა ბუნებრივ, ყოველდღიურ ჩვევად იქცევა;
- მეცნიერული ახსნა, თუ როგორ არის დაკავშირებული ადრეული წიგნიერება ბავშვის მომდევნო აკადემიურ წარმატებასთან.
📖შემოაბიჯე წიგნების სამყაროში და აღმოაჩინე, როგორ აქციო შვილებთან გატარებული დრო შემეცნებით, სახალისო და დაუვიწყარ გამოცდილებად!
🤝 ღონისძიება ტარდება ერთობლივი ინიციატივით, შემეცნებითი შეხვედრების ციკლის – „ცნობიერი მშობლობა“ – ფარგლებში : “World Vision საქართველოს”, სოციალური პლატფორმა “სინათლის მანდალასა” და “ბიბლუსის” კოლაბორაციით.
მსმენელთა არასაკმარისი რაოდენობის გამო ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში, გადახდილი თანხა ავტომატურად დაგიბრუნდებათ.
სესია განკუთვნილია 12 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებისთვის.