A Royal Affair თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
A Royal Affair

A Royal Affair

A Royal Affair
3ა, ვეკუას ქ.
ბილეთის ფასი
დან17
ინგლისური

განრიგი

17.07.2026
პარასკევი
19:00
17 ₾ - 35
17 ₾ - 35
ვრცლად

აღწერა

MADSNESS-ის ფარგლებში აქამდე უკვე ვიხილეთ მადსი განგსტერის, კანიბალის, ბოროტმოქმედის, ათლეტური მადსის, ფსიქიკური პრობლემების მქონე პერსონაჟის, წმინდანისა და ახალგაზრდა მადსის ამპლუაში. „სამეფო რომანი“ კი კიდევ ერთ სრულიად განსხვავებულ მხარეს გვაჩვენებს — მადსს, როგორც რევოლუციონერს.

დანიის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ რეალურ მოვლენაზე დაფუძნებული „სამეფო რომანი“ მოგვითხრობს გერმანელ ექიმ იოჰან ფრიდრიხ სტრუენზეზე, რომელსაც ფსიქიკურად არასტაბილური მეფე ქრისტიან VII-ის სამკურნალოდ სამეფო კარზე იწვევენ. დროთა განმავლობაში სტრუენზე მეფის ნდობას მოიპოვებს, შემდეგ კი — ახალგაზრდა და მარტოსული დედოფლის, კაროლინა მატილდას გულსაც. მათი საიდუმლო სიყვარული მალე კიდევ უფრო სახიფათო საქმეს უკავშირდება — მთელი ქვეყნის შეცვლის მცდელობას.

განმანათლებლობის იდეებით შთაგონებული სტრუენზე ფართომასშტაბიან რეფორმებს იწყებს: ზღუდავს არისტოკრატიის ძალაუფლებას, აუქმებს წამებას, აფართოებს პრესის თავისუფლებას და ცდილობს XVIII საუკუნის დანია თანამედროვე ეპოქისკენ წაიყვანოს. ბუნებრივია, ძველი წესრიგით სარგებლობაში მყოფი ძალები ამ ცვლილებებს მშვიდად არ ეგებებიან.

რაც ისტორიულ სასიყვარულო დრამად იწყება, თანდათან გადაიქცევა დაძაბულ პოლიტიკურ თრილერად ძალაუფლების, იდეალიზმისა და იმ ფასის შესახებ, რომლის გადახდაც ისტორიის შეცვლის სურვილს ახლავს. მადს მიკელსენი კარიერის ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ძლიერ შესრულებას გვთავაზობს — ადამიანს, რომლის მთავარი იარაღი ძალადობა კი არა, ინტელექტია.

ოსკარზე საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ნომინაციით წარდგენილმა „სამეფო რომანმა“საბოლოოდ დაადასტურა მადს მიკელსენის ადგილი ევროპის წამყვან მსახიობებს შორის. ეს არის ელეგანტური, ინტელექტუალური ფილმი, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ რეალური ისტორია ხშირად ნებისმიერ გამოგონილ ამბავზე უფრო დრამატულია.

ფოტო და ვიდეო

A Royal Affair

ადგილი

Fomo.Cinema
უნიკალური კინო სივრცე: მსოფლიო კლასიკა, ფესტივალური ფილმები, სიახლეები
ამ ადგილის ყველა ღონისძიება