ალექს სოლელი — პიანისტი და კომპოზიტორი, რომელიც მუშაობს თანამედროვე კლასიკისა და მინიმალიზმის ჟანრებში.
მან განათლება მიიღო მოსკოვის გნესინის აკადემიაში, შნიტკეს სახელობის მუსიკის ინსტიტუტში და ბერკლის მუსიკის კოლეჯში, ბოსტონში. ამჟამად ცხოვრობს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში.
2024 წელს ალექს სოლელმა მიიღო ვერცხლის მედალი Global Music Awards-ზე თავისი ალბომისთვის "Piano Solely".
მისი მუსიკა გაჟღერებულა ფილმებში, თეატრალურ წარმოდგენებში, მულტიმედიურ პროექტებში და შესრულებულა სცენებზე ევროპაში, აზიასა და აშშ-ში.
თუმცა ყველაზე ძლიერად მისი მუსიკა პატარა, ჩუმ ოთახებში ჟღერს — იქ, სადაც ნამდვილად უსმენენ.
თბილისში ალექსი წარადგენს ერთსაათიან პროგრამას, რომელიც მოიცავს ნაწარმოებებს ალბომიდან "Piano Solely", ასევე ახალ კომპოზიციებს ფორტეპიანოსთვის, ვიოლინოსა და ჩელოსთვის.
კომპოზიტორი და პიანისტი — ალექს სოლელი
ვიოლინო — მარგარიტა ჩერნიშევსკაია
ჩელო — ალექსეი სოლონოვიჩი