სამყაროს შემეცნების ფილოსოფიური პერსპექტივა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
სამყაროს შემეცნების ფილოსოფიური პერსპექტივა

სამყაროს შემეცნების ფილოსოფიური პერსპექტივა

სამყაროს შემეცნების ფილოსოფიური პერსპექტივა
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 40
advertising
ქართული

განრიგი

07.07.2025
ორშაბათი
20:00
40

აღწერა

აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები ფილოლოგიის დოქტორ, ფილოსოფოს ანა ქირიასთან

 

შეხვედრა შეეხება სამყაროს შემეცნების ფილოსოფიურ პერსპექტივას და მასში განიხილება ფილოსოფიის, როგორც შემეცნების ფორმის როლი და სპეციფიკა. განვმარტავთ, რით განსხვავდება ფილოსოფიური მიდგომა შემეცნების სხვა სახეებისა და დისციპლინებისგან, როგორ იმკვიდრებს ის საკუთარ თავს როგორც დამოუკიდებელი კრიტიკული განსჯის საფუძველი და აქვს თუ არა მას პრეტენზია უპირატესობაზე სხვა შემეცნებით პრაქტიკებთან მიმართებით.

ლექციაში ცენტრალურ მნიშვნელობას იძენს ფრიდრიხ ნიცშეს პერსპექტივიზმის იდეა, რომლის თანახმადაც ობიექტური ცოდნა არ არსებობს, ხოლო რაც უფრო მრავალთვალს ჩართავ მოცემულობის შესამეცნებლად, მით უფრო სრულყოფილი იქნება გაგება. ამ კონტექსტში აღინიშნება, რომ ფილოსოფია სწორედ ის სივრცეა, სადაც მრავალფეროვანი ხედვების ერთმანეთთან შეპირისპირება და კრიტიკული ანალიზი შესაძლებელს ხდის აზროვნების გაფართოებას.

 განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფილოსოფოსის ფენომენს – ვინ არის ის, როგორ ფიქრობს, რას აკეთებს და როგორ ფორსირებს თვითშემეცნების პროცესს. განხილული იქნება ფილოსოფიური აზროვნების ტექნიკა, როგორც ტრანსფორმაციული მოქმედება და არა მხოლოდ გონებრივი ვარჯიში. თვითშემეცნების, ინტენსიური განსჯის, ბასრი კრიტიკისა და ღრმა ემპათიის უნარი განიხილება როგორც ფილოსოფოსის არსებითი უნარები.

ლექციაში დაისმება შემდეგი საკვანძო კითხვები:

– რა ისტორიულ პირობებში წარმოიშვა ფილოსოფია?

– როგორ პასუხობდა და პასუხობს ის დროულ პრობლემატიკას?

– და შეძლებს თუ არა ფილოსოფია მომავალში შეინარჩუნოს თავისი როლი, ან დადგება თუ არა ეტაპი, როცა იგი აღარ იქნება საჭირო?

შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

ფოტო და ვიდეო

სამყაროს შემეცნების ფილოსოფიური პერსპექტივა

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება