„შეხვედრა უმაღლეს დონეზე“ ისტორიული წარსულის უჩვეულო რეკონსტრუქციაა: აქ ერთმანეთს ხვდეbიან ნაცისტური გერმანიისა და ფაშისტური იტალიის ლიდერთა საყვარელი ქალები: ევა ბრაუნი და კლარა პეტაჩი. მათი შეხვედრა ინტიმური, ამაფორიაქებელი და ირონიულია. ისტორიის დიდი ნარატივების მიღმა მყოფი ორი ფიგურის ურთიერთობა იკვლევს კონფორმიზმს, სინამდვილის უარყოფას და ტოტალიტარული რეჟიმების ადამიანურ განზომილებებს.
ბასრი, პროვოკაციული იუმორით სავსე პიესა ისტორიას ახლებურად დაგანახებთ.