დღე დედიკოს საჩუქრის შესაქმნელად თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
დღე დედიკოს საჩუქრის შესაქმნელად

დღე დედიკოს საჩუქრის შესაქმნელად

დღე დედიკოს საჩუქრის შესაქმნელად
ი. ჭავჭავაძის გამზ.
ბილეთის ფასი
დან35
advertising
ქართული

განრიგი

03.03.2026
სამშაბათი
14:00
35

აღწერა

ბავშვები საკუთარი ხელით დაამუშავებენ ხის ზედაპირებს — მხიარულად არჩევენ ფერებს და აცოცხლებენ საკუთარ იდეებს. პროცესის განმავლობაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ არის ხელით შექმნილი საჩუქარი ყველაზე ძვირფასი და რა განსაკუთრებული როლი აქვს დედას ჩვენს ცხოვრებაში. ბავშვები უკეთ გაიაზრებენ საკუთარ ემოციებს და მათ მნიშვნელობას. ვორქშოფი ავითარებს ფანტაზიას, მოტორიკას და თავდაჯერებულობას. თითოეული მონაწილე სახლში წაიღებს საკუთარი ხელით შექმნილ ნამუშევარს, ახალ ცოდნას და ფერად მოგონებებს.


ვორქშოფის შინაარსი

• საკუთარი ხელით ხის ზედაპირების დამუშავება — აწყობა და ფერების შერჩევა

• ხის დეკორაციის შექმნა, რომელიც ყველა დედის გულს გაახარებს

• ფანტაზიის სრული თავისუფლება — თითოეული ბავშვი ქმნის უნიკალურ ნამუშევარს

• საუბარი დედის განსაკუთრებულ როლზე ჩვენს ცხოვრებაში.

• უსაფრთხო, ეტაპობრივი პროცესი და მოკლე თეორიული ნაწილი ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა მასალების შესახებ.


რა დახვდებათ ბავშვებს

• თბილი და შთამაგონებელი გარემო

• ნამდვილი ხის მასალა და მრავალფეროვანი ფერები

• ვორქშოფის ხელმძღვანელების, ლიკა საჩანელისა და ქეთი კალანდარიშვილის მხარდაჭერა მთელი პროცესის განმავლობაში

• საკუთარი ხელით შექმნილი ხის დეკორაცია, რომელიც განსაკუთრებულ საჩუქრად იქცევა


რატომ უნდა მოიყვანოთ ბავშვები ამ შეხვედრაზე

• ეს არის ჯადოსნური გამოცდილება — ნივთი, რომელიც ყოველდღე გაახსენებთ ამ დღის ემოციებს

• ავითარებს მოტორიკასა და შემოქმედებით აზროვნებას

• აძლევს პრაქტიკულ ცოდნას ხის მასალასთან მუშაობის შესახებ

• ხსნის ფანტაზიას და აძლიერებს თვითრწმენას — განცდა „მე შევქმენი ეს“ განსაკუთრებით ძლიერია ბავშვებისთვის

 

ასაკობრივი შეზღუდვა: 3–16 წელი

ფოტო და ვიდეო

დღე დედიკოს საჩუქრის შესაქმნელად

ადგილი