ახალგაზრდული გუნდი „შავნაბადა“ და ანსამბლი „დომენი“ პირველად შეხვდებიან ერთმანეთს ერთ სცენაზე.
30-წლიანი გამოცდილების მქონე სტუმარი ანსამბლი „დომენი“, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, პირველად წარდგება ქართველი მსმენელის წინაშე.
კონცერტი საქველმოქმედოა და ბილეთებიდან შემოსული თანხა მოხმარდება საქველმოქმედო ფონდ „ჩემს სახლს“, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ.